|
2019-12-11 13:08:07, 1368 ნახვა
საზოგადოება
მომავალი წლიდან მიკროავტობუსების ჩანაცვლების პროცესი დაიწყება
თბილისის მერიამ მიკროავტობუსების კომპანიასთან შეთანხმებას მიაღწია. მიკროავტობუსების ჩანაცვლების პროცესი დაიწყება ისე, რომ მოსახლეობას მგზავრობის ტარიფი არ გაეზრდება. ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ისაუბრა. მისი თქმით, ორი კვირის წინ დაიწყო ამაზე საუბარი და მოლაპარაკების პროცესი ვიცე-მერს დაევალა. დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძეს და პროცესში ჩართულ სხვა თანამშრომლებს, მოლაპარაკებების წარმატებით წარმართვისთვის და შეთანხმების დეტალების საზოგადოებისთვის წარმოდგენა სთხოვა. ვიცე-მერის თქმით, კომპანიას მძიმე მდგომარეობა აქვს, რაც წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემებიდან მოდის და არ გააჩნია მიკროავტობუსების ჩანაცვლების რესურსი. „ჩვენამდე მმართველობის პერიოდში, პრაქტიკულად, თვალი ეხუჭებოდა ყველა იმ ფინანსურ პრობლემას, რომელიც კომპანიის ირგვლივ ტრიალებდა. შესაბამისად, კომპანიის გადმოსახედიდან, ტარიფის ზრდის მოთხოვნა არის სრულიად ლეგიტიმური და ეს ყველაფერი დადასტურებულია აუდიტორული დასკვნით. როგორც თქვენ აღნიშნეთ, მერიამ და კომპანიამ მიაღწია შეთანხმებას, დღეს ვდებთ მემორანდუმს. მერია და კომპანია ერთობლივად ვიწყებთ მიკროავტობუსების ჩანაცვლებას. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის მდგომარეობა მძიმეა, ჩვენი კონცეფცია, რომელიც უკვე შეთანხმებულია, არ ითვალისწინებს ტარიფის ზრდას და ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ ტარიფის ზრდა ეწინააღმდეგება ჩვენს სატრანსპორტო პოლიტიკას, რომელიც ითვალისწინებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის წახალისებას. უფრო მეტიც - ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა ტექნიკურ სპეციფიკაციებზე და უახლოეს პერიოდში გამოცხადდება ტენდერი 300 ერთეული მიკროავტობუსის შესყიდვასთან დაკავშირებით. ამ შესყიდვას განახორციელებს მუნიციპალიტეტი და დედაქალაქის მგზავრებს მოემსახურება მუნიციპალიტეტის კუთვნილი ავტობუსები. გარდა ამისა, დადგენილი და შეთანხმებულია ჩვენს შორის, რომ კომპანიას აქვს ფინანსური პარამეტრების გაუმჯობესების პოტენციალი სხვადასხვა მიმართულებით, ამაზე რეკომენდაციებს თავად აუდიტორიც წერს. მომდევნო პერიოდში, კომპანიასთან მჭიდრო თანამშრომლობით მოვახერხებთ იმას, რომ კომპანია დარჩენილ პარკსაც ჩაანაცვლებს და მერიის მიერ შეძენილ მიკროავტობუსების გამოსყიდვასაც შეძლებს“, - აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ. როგორც დედაქალაქის მერმა განაცხადა, მიკროავტობუსების ჩანაცვლების პროცესი მომავალი წლიდან დაიწყება.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)