|
2019-12-10 14:34:54, 1096 ნახვა
საზოგადოება
50%-იანი ქეშბექ აქცია „თეგეტა მოტორსისგან“
მიუხედავად იმისა, რომ თოვლის მოსვლა იგვიანებს, საქართველოში ზამთარი უკვე დაიწყო და ტემპერატურა საგრძნობლად არის დაკლებული. ამიტომ მნიშვნელოვანია ავტომობილების ზამთრის საბურავებით აღჭურვა, რადგან არა თოვლი, არამედ გზის ცივი საფარი ახდენს გავლენას ზაფხულის საბურავების უსარგებლობაზე. ზამთრის საბურავის სპეციალური შემადგენლობა სწორედ ისეა შერჩეული, რომ მისი შემცველი კომპონენტები ცივი გზის საფართან შეხებისას გააქტიურდეს და უზრუნველყოს შესაბამისი მოჭიდება. „თეგეტა მოტორსი“ მომხმარებლებს სთავაზობს 50%-იან ქეშბექ აქციას ზამთრის საბურავებზე. აქციის ფარგლებში „თეგეტა მოტორსში“ პრემიუმ ხარისხის ზამთრის საბურავების შეძენისას, მომხმარებლებს გადახდილი თანხის ზუსტად ნახევარი დაუბრუნდებათ ქეშბექის სახით თეგეტა ქარდზე. ამასთანავე საბურავებზე მოქმედებს უსასრულო გარანტია, რაც გულისხმობს, რომ საბურავის ნებისმიერი დაზიანების შემთხვევაში „თეგეტა მოტორსი“ უსასყიდლოდ აღგიდგენთ მას ან აგინაზღაურებთ გადახდილი ღირებულების 100%-მდე თანხას. შეცვლილი ზაფხულის საბურავები შეგიძლიათ შეინახოთ თეგეტას „საბურავების სასტუმროში“. აღნიშნული ქეშბექ აქცია მოქმედებს 15 დეკემბრის ჩათვლით „თეგეტა მოტორსის“ ყველა ფილიალში, მთელი საქართველოს მასშტაბით. თუ თქვენ პირადად ვერ ასწრებთ აქციით სარგებლობას, თბილისის მასშტაბით შეგიძლიათ გამოიყენოთ „თეგეტა კომფორტის“ მომსახურება. თქვენ მოგემსახურებათ გამოცდილი მენეჯერი და უმოკლეს დროში ჩაგაბარებთ ავტომობილს უკვე გამართულ მდგომარეობაში.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)