23:42 - 08 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-10 10:20:27, 768 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხილვა დასრულდ

სოფლის განვითარების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს  შემაჯამებელ სხდომაზე საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგიის და 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმის განხილვა  დასრულდა.

საკოორდინაციო საბჭოს სხდომას საბჭოს თავმჯდომარე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ხანიშვილი ხელმძღვანელობდა. მინისტრის პირველმა მოადგილემ ევროკავშირს,  გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციას (FAO) მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სტრატეგია და სამოქმედო გეგმის დოკუმენტზე მუშობა  დაინტერესებული მხარეების აქტიური ჩართულობით, გამოთქმული შენიშვნებისა და  რეკომენდაციების გათვალისწინებით მიმდინარეობდა.

აღინიშნა, რომ სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგიის ძირითად მიზნებს კონკურენტუნარიანი სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო სექტორების განვითარება, ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება, ეკოსისტემების შენარჩუნება, კლიმატის ცვლილებებთან ადაპტაცია და სურსათის/ცხოველთა საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეფექტიანი სისტემების განვითარება წარმოადგენს.

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ეროვნული მენეჯერის, ნოდარ კერესელიძის განცხადებით, სოფლის განვითარების პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების  პროცესში სახელმწიფო და კერძო სექტორს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და დაინტერესებულ მხარეებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას და აღნიშნულ პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.

საქართველოს სოფლის განვითარების უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრას საქართველოში ევროკავშირის, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics