|
2019-12-09 14:45:41, 1133 ნახვა
საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში, ლოტკინის ხევის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა
ნაძალადევის რაიონში, ლოტკინის ხევის ქუჩაზე გზა კაპიტალურად შეკეთდა. პროექტის ფარგლებში, 223 გრძივ მეტრზე სანიაღვრე ქსელი მოეწყო, აშენდა გრუნტის დამჭერი კედლები და 2 863 კვ.მ ფართობზე გზის საფარი დაიგო - ქუჩის ძირითად ნაწილზე ბეტონი, გარკვეულ მონაკვეთზე კი ასფალტის გზა მოეწყო. რეაბილიტირებული ქუჩა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ დავით ჭელიძესთან ერთად დაათვალიერა. „70-იანი წლების შემდეგ ლოტკინის ხევის ქუჩა კაპიტალურად არ შეკეთებულა. იყო ძველი მიწისქვეშა კომუნიკაციები და დაზიანებული გზის საფარი. ძალიან რთული რელიეფია, რის გამოც პროექტის დასრულება დროში გაიწელა. ქუჩის რეაბილიტაციის პროცესში, სამწუხაროდ, ორმა კომპანიამ ვალდებულებები ვერ შეასრულა, რამაც ასევე გამოიწვია სამუშაო პროცესის გახანგრძლივება. გამგეობამ ამ კომპანიების მიმართ კანონის შესაბამისად იმოქმედა და ქუჩის რეაბილიტაცია უკვე სხვა კომპანიამ დაასრულა. მოსახლეობას რთულ პირობებში უწევდა გადაადგილება, თუმცა საბოლოო შედეგი ძალიან კარგი გვაქვს. ადგილობრივი მცხოვრებლები უკვე მთლიანად კეთილმოწყობილი გზით სარგებლობენ“, - აღნიშნა ირაკლი ხელაძემ. გამგეობის მიერ გზის შეკეთების დაწყებამდე, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ წყალსადენის და წყალარინების მოძველებული ქსელები ახლით შეცვალა. აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ 245 624 ლარი დახარჯა.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)