23:43 - 08 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-08 19:58:58, 1749 ნახვა

საზოგადოება
სამხედრო ნაწილში გმირების ფოტოების ჩამოხსნა სიცრუეა - გიორგი ანწუხელიძის მეუღლე

სოციალურ ქსელში ყოფილი სამხედრო და ამჟამად  "ნაციონალური მოძრაობის" წევრი  ბესო ქათამაძე  ინფორმაციას ავრცელებს თითქოს ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში გმირების ფოტოები ჩამოხსნეს .
 მის მიერ გავრცელებულ  ინფორმაციას  დაღუპული სამხედროების მეუღლეები, მათ შორის გიორგი ანწუხელიძის მეუღლე მაკა ჩიკვილაძე ეხმაურება.  საქართველოს ეროვნული გმირის მეუღლე  პოსტის ავტორს მოუწოდებს ნუ შეჰყავს საზოგადოება შეცდომაში:  
„სოციალურ ქსელში ზოგიერთი მომხმარებელი ავრცელებს ინფორმაციას, თითქოს, მე-4 ბრიგადაში გმირების ფოტოები ჩამოხსნეს, რაც სიმართლე არ არის. ნახსენებია ჩემი მეუღლე, გიორგი ანწუხელიძე... სინამდვილეში, ყველა სამხედრო ნაწილში მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის სარემონტო სამუშაოები, შესაბამისად, გმირების სტენდებიც ახლდება... გთხოვთ, მოსახლეობას ნუ შეიყვანთ შეცდომაში... სანამ საქართველო არსებობს, გმირებიც არსებობენ! ეს უკვე მე-4 ბრიგადის შტაბში გმირების განახლებული სტენდია“-წერს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის მეუღლე. 
2008 წლის ომში დაღუპული მე-4  ქვეითი ბრიგადის კაპიტან მერაბ ახობაძის მეუღლე თამუნა რამიშვილი კი ცრუ პოსტის ავტორს ინტრიგნად  მოიხსენიებს: „ ეს იმათ საყურადღებოდ ვისაც გონია,რომ მეოთხე ბრიგადაში დაღუპული ბიჭების ფოტოები ,,ჩამოყარეს" - როგორ არ დაიღალეთ ამდენი ინტრიგნობით“ -  წერს კაპიტან მერაბ ახობაძის მეუღლე თამუნა რამიშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics