23:43 - 08 Aug, 2026
|
2019-12-07 13:49:45, 1868 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს მომსახურების სააგენტო 6-სიმბოლოიანი სანომრე ნიშნების შეცვლის ვადებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო სატრანსპორტო საშუალების სანომრე ნიშნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ სატრანსპორტო საშუალების ძველი ნიმუშის 6-სიმბოლოანი სანომრე ნიშნები ძალაშია 2020 წლის 1 სექტემბრამდე და მისი შეცვლა სავალდებულოა შემდეგ შემთხვევებში: ✔ დაკარგული ან დაზიანებული სანომრე ნიშნის აღდგენისას; ✔სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში. ამასთან, იმ პირებისთვის, ვინც ფლობს ძველი ნიმუშის ფასიან სანომრე ნიშნებს, მათი არსებული დიზაინის სანომრე ნიშნით შეცვლა მოქმედების ვადის ამოწურვამდე სავალდებულო არ არის“, - ნათქვამია მომსახურების სააგენტოს განცხადებაში.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)