01:57 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-30 10:23:39, 2842 ნახვა

კომენტარი
თალაკვაძე: ანგარიში გავუწიეთ პარტნიორების რჩევას, რომ ოპოზიციას შევხვედროდით - მოვისმენთ, რა წინადადებები აქვთ

„მოვისმენთ, რა წინადადებები აქვთ, რა არგუმენტები აქვთ ოპოზიციის წარმომადგენლებს. ვფიქრობთ, ეს ხელს შეუწყობს ნორმალურ პოლიტიკურ პროცესში დაბრუნებას“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციისა და მმართველი გუნდის შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, მმართველმა გუნდმა საერთაშორისო პარტნიორებს გაუწია ანგარიში და შეხვედრას სწორედ ამიტომ დათანხმდა.

„პოლიტიკური პროცესი უნდა დაბრუნდეს პარლამენტში, უნდა დაბრუნდეს კონსტრუქციულ ფარგლებში. დღეს როგორც ვხედავთ, ეს შეხვედრა შედგება და ვნახოთ... ჩვენი მხრიდან, კიდევ ერთხელ ხდება ეს მნიშვნელოვანი მოწოდება, რომ დავუბრუნდეთ ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს. წინ გვაქვს 2020 წლის არჩევნები და უნდა მოვემზადოთ ამისთვის. მნიშვნელოვანია, ოპოზიციამაც აიღოს პასუხისმგებლობა და ჩაერთოს იმ პროცესში, რასაც ჰქვია დემოკრატიული არჩევნებისთვის მომზადება. ჩვენ მზად ვართ, გავითვალისწინოთ საერთაშორისო პარტნიორების რჩევა, მზად ვართ, მოვუსმინოთ ოპოზიციას დღეს, იქნება ეს ე.წ. გერმანული მოდელი თუ სხვა ნებისმიერი საკითხი. ჩვენ გვაქვს ჩვენი მოსაზრებები, ჩვენი პოზიციები, მაგრამ დღევანდელი შეხვედრა ემსახურება იმას, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოხდეს არგუმენტების გაცნობა.

არაერთხელ მოვუწოდეთ ოპოზიციას, რომ დაბრუნებულიყო ნორმალურ პოლიტიკურ პროცესში, ოპოზიციის ნაწილი მაინც აგრძელებდა დესტრუქციულ ქმედებებს. ვფიქრობთ, ასევე იმაზეც, რომ მივცეთ ოპოზიციას ნებისმიერი დრო, თუ ისინი ფიქრობენ, რომ დესტრუქციით და პიკეტოლოგიით არის შესაძლებელი პოლიტიკის კეთება, რაიმე შეთანხმების მიღწევა, თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენ გავითვალისწინეთ საერთაშორისო პარტნიორების რჩევა და მზად ვართ მოვუსმინოთ ოპოზიციას, რა წინადადებები აქვთ, რა არგუმენტები აქვთ, გვესმოდა სხვადასხვა მოდელებზე საუბარი. ამ ფორმატში კონკრეტული არგუმენტების განხილვა იქნება შესაძლებელი“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ცნობისთვის, სასტუმრო „ბილტმორში“ ოპოზიციური პარტიებისა და მმართველი გუნდის შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც ესწრებიან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics