|
2015-07-22 16:33:09, 682 ნახვა
საზოგადოება
გორში „ლიდერთა სახლის“ დასკვნითი შეხვედრა გაიმართა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ პროგრამა „ლიდერთა სახლის“ გორის აქტიურ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ. მონაწილეებმა პროგრამის შესახებ პრეზენტაციები წარადგინეს და წარმოაჩინეს ის უნარ-ჩვევები, რომლებიც აღნიშნული პროექტების ფარგლებში შეიძინეს. მათ ერთმანეთს შთაბეჭდილებები გაუზიარეს და სამომავლო თანამშრომლობის სურვილიც გამოთქვეს. გორის იუსტიციის სახლში გამართულ ღონისძიებას პროგრამა „ლიდერთა სახლის“ კოორდინატორი მაია ნასრაშვილი დაესწრო. ქალაქ გორში „ლიდერთა სახლის“ ფარგლებში წლის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა სხვადასხვა პროექტი. აქტიური მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი 40 მოსწავლეს გადაეცა. „ლიდერთა სახლი" დანაშაულის პრევენციის ცენტრის ახალგაზრდული პროგრამაა, რომლის მთავარი მიზანია ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება, მოხალისეობრივი კულტურის განვითარების ხელშეწყობა. ამ მხირივ ხორციელდება სპორტული შეჯიბრებები, კინოკლუბი, წიგნის კლუბი, პროფესიული არჩევანი, ტრენინგები, სემინარები, კონფერენციები, ოლიმპიადები. პროგრამა საქართველოს 13 ქალაქში ხორციელდება: თბილისი, რუსთავი, მარნეული, გურჯაანი, ყვარელი, თელავი, მესტია, ოზურგეთი, ზუგდიდი, ქუთაისი, გორი, ახალციხე, ბათუმი.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)