04:41 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-29 16:00:05, 3637 ნახვა

ეკონომიკა
ლევან ვეფხვაძე: ეკონომიკურად ღირებული სახელმწიფო ქონება მაქსიმალურად უნდა იქნას გამოყენებული ქვეყნის ეკონომიკის გასაძლიერებლად

„იწყება პრივატიზაციის ახალი ტალღა  და ამას აქვს მნიშვნელობა ყველასთვის, განსაკუთრებით ბიზნესისთვის, იმიტომ, რომ სახელმწიფო ქონებაში, რომელიც დევს და მისგან არანაირი სარგებელი არ აქვს არავის, ბიზნესი მოახდენს ინვესტირებას, დაასაქმებს ხალხს, ნახავს სარგებელს თავისთვისაც და სარგებელს მოუტანს ქვეყანასაც“, - ამის შესახებ საქართველოს ბიზნესასოციაციის აღამსრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამართული პრეზენტაციის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ქვეყნის ეკონომიკის გასაძლიერებლად მნიშვნელოვანია ეკონომიკურად ღირებული ისეთი სახელმწიფო ქონების გამოყენება, რომელიც დღეს უსარგებლოა.

„მისასალმებელია, რომ ამ კუთხით იდგმება  კონკრეტული ნაბიჯები და ეს არ უნდა იყოს ერთჯერადი. მოვუწოდებდი ეკონომიკის სამინისტროს, საქართველოს მთავრობას, ეს პროცესი გააგრძელოს. გვაქვს სახელმწიფო საკუთრებაში მსხვილი ობიექტები,  სადაც საჭიროა უფრო ეფექტიანი მენეჯმენტი და სწორედ კერძო ინვესტორია ყველაზე კარგი მენეჯერი, ყველაზე კარგი დამსაქმებელი, რომელსაც სარგებელი მოაქვს ქვეყნისთვისაც და საკუთარი ბიზნესისთვისაც", - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics