|
2019-11-29 15:24:42, 3623 ნახვა
სამართალი
შსს-ს ორგანიზებით, დონორთა ყოველწლიური საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ორგანიზებით, დონორთა ყოველწლიური საკოორდინაციო კონფერენცია გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი პირები, ასევე, პარტნიორი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებთანაც სამინისტრო მჭიდროდ თანამშრომლობს და ერთობლივ პროექტებს ახორციელებს. კონფერენციის მიზანი იყო შეხვედრის მონაწილეებისთვის სამინისტროს დანაყოფების საჭიროებების ანალიზის შედეგების წარდგენა. ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორმა ეკატერინე მაჭავარიანმა. მან სტუმრებს სამინისტროში მიმდინარე და ინიცირებული რეფორმები და სიახლეები, ასევე, დონორი ორგანიზაციების, პარტნიორი სახელმწიფოებისა და უწყების მიერ დაფინანსებული პროექტები გააცნო. საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენელმა კონფერენციის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ საჭიროებების შესახებ, რომლებიც გამომდინარეობს უწყების პრიორიტეტული მიმართულებებიდან და სხვადასხვა საერთაშორისო ვალდებულებიდან. ღონისძიება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა“ - ფარგლებში ჩატარდა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)