17:08 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-28 16:37:53, 3427 ნახვა

რეგიონი
ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი ახალ კამპუსში განაგრძობს ფუნქციონირებას

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი  საგანმანათლებლო  დაწესებულებების საერთაშორისო ქსელის   ბაუ გლობალის წევრია, რომელიც 2015 წლიდან ახორციელებს ინგლისურენოვან საერთაშორისო სტანდარტების შესატყვის  ამერიკული მოდელის სამედიცინო პროგრამას.

ბაუ ბათუმის საერთაშორისო  უნივერსიტეტის აუდიტორიები,  ლაბორატორიები და სიმულაციური სადგურები აღჭურვილია  თანამედროვე და უახლესი ტექნოლოგიებით, ლაბორატორიული ხელსაწყოებით, მანეკენებითა და სიმულატორებით. უნივერსიტეტის სტუდენტებს წვდომა აქვთ სტამბოლის ბაჰჩეშეჰირის უნივერსიტეტის ელექტრონულ ბიბლიოთეკასთან, რომელშიც თავმოყრილია სახელმძღვანელოების, სამეცნიერო ნაშრომებისა და პუბლიკაციების უმდიდრესი კოლექცია. გარდა ამისა, სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ უნივერსიტეტის შენობაში არსებული ბიბლიოთეკით.

წელს ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრ „მედინასთან“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში  2019-2020 სასწავლო წელს განახლებულ კამპუსში შეხვდა, რომელიც მედინას ტერიტორიაზეა განთავსებული.

კამპუსის ოფიციალური გახსნის ცერემონია 2019  წლის  29  ნოემბერს  13:00 საათზე გაიმართება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics