02:58 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-26 13:22:30, 1085 ნახვა

კომენტარი
მათიკაშვილი: პარლამენტის ფუნქციონირების პარალიზება სახელმწიფოს მხრიდან რეაგირების გარეშე არ რჩება

„ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში პარლამენტის, საკანონმდებლო ორგანოს ფუნქციონირების პარალიზება სახელმწიფოს მხრიდან რეაგირების გარეშე არ რჩება“, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, კანონი ერთნაირად შესასრულებელია როგორც  მომიტინგეებისთვის, ასევე სამართალდამცავი ორგანოებისთვის.

„სამწუხაროა, რაც ხდება პარლამენტთან, მაგრამ პარლამენტმა თავის ფუნქციონირება უნდა გააგრძელოს. ჩვენს სახელმწიფოში არის თავისუფალი სიტყვის გამოხატვის სრული შესაძლებლობა, რაც არ უნდა გადაიზარდოს დესტრუქციაში და კანონის დარღვევაში. ეს არის ამოსავალი წერტილი. პარლამენტმა უნდა შეასრულოს თავისი ფუნქცია, ხოლო მოქალაქეებამ, საზოგადოებამ, ვისაც სურს პროტესტის გამოხატვა  ეს უნდა გამოხატონ ისე, რომ პარლამენტის ფუნქციონირებას ხელი არ შეუშალონ. ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში პარლამენტის, საკანონმდებლო ორგანოს ფუნქციონირების პარალიზება სახელმწიფოს მხრიდან რეაგირების გარეშე არ რჩება. ეს არის ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობის ამოსავალი წერტილი. ასე რომ, აქ გასაკვირი არაფერი არ არის. მოვუწოდებ ყველას ვიმოქმედოთ კანონის ფარგლებში. კანონი უნდა იყოს ერთნაირად შესასრულებელი როგორც მომიტინგეებისთვის, ასევე სამართალდამცავებისთვის“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

შეგახსენებთ, გამთენიისას პარლამენტის შესასვლელებთან განლაგებული აქციის მონაწილეები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოში არ შეუშვებდნენ, ტერიტორიიდან სპეცრაზმის გამოყენებით გაიყვანეს. აქციის დაშლის დროს სამართალდამცველებმა 28 პირი დააკავეს. ამასთან, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაშავდა 4 ადამიანი, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებებში არიან გადაყვანილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics