17:25 - 08 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-22 18:23:46, 2733 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძემ ტურინში იტალიური საავტომობილო კომპანია IVECO-ს საქალაქო ავტობუსები დაათვალიერა

იტალიაში ვიზიტით მყოფი თბილისის მერი კახა კალაძე, დღეს, ქალაქ ტურინში მდებარე იტალიურ საავტომობილო კომპანია IVECO-ს ესტუმრა და კომპანიის მიერ წარმოებული საქალაქო ავტობუსები დაათვალიერა.

როგორც დედაქალაქის მერმა სოციალურ ქსელში განთავსებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, თბილისის მერიის პრიორიტეტული მიმართულება 2020 წელსაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება და ახალი ავტობუსების შეძენა იქნება.

„თქვენ იცით, რომ ვაპირებთ დამატებით ავტობუსების შესყიდვას, რათა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულება ყოველმხრივ მოწესრიგებული იყოს. გარდა იმისა, რაც უკვე შევისყიდეთ, კიდევ იქნება წარმოდგენილი დიზელზე მომუშავე, „ევრო 6“-ის სტანდარტის ავტობუსები. თუმცა, ჩვენ ასევე ვამუშავებთ პროექტს ელექტროავტობუსების შესაძენად. უნდა ითქვას ისიც, რომ ელექტროავტობუსები ძვირი ჯდება, რადგან ისინი სიახლეს წარმოადგენს. ამასთან დაკავშირებით ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას. მთავარი და მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე არის ის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს მოწესრიგებული და მოქალაქეებს ყოველგვარი პრობლემის გარეშე შეეძლოთ გადაადგილება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

 

(NS)









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი: ერთი არის ქართველი ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის გმირობა და თავდადება და მეორე - მარიონეტული რეჟიმის მოღალატეობრივი არსი
სერბეთის პრეზიდენტმა ეჭვი გამოთქვა უკრაინაში ომის გარდაუვალ დასრულებასთან დაკავშირებით
Bloomberg: უკრაინა შეერთებულ შტატებთან შეთანხმდა, რომ შავ ზღვაში ყაზახურ ნავთობტანკერებზე თავდასხმას არ განახორციელებს
პაპუაშვილი - ნაციონალური მოძრაობა შეეგუა 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ სანქციებსა და ემბარგოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics