|
2015-07-21 18:11:03, 545 ნახვა
პოლიტიკა
თინა ხიდაშელი: თიბილოვმა რა განცხადებაც არ უნდა გააკეთოს, ეს ჩვენ ვერ გაგვაჩერებს
„ჩვენი არსებობა, ევროპისკენ მიმავალი საქართველო, მათთვის უკვე პროვოკაციაა, მაგრამ ეს არჩეული გზიდან ვერ გადაგვახვევინებს“,-ასე გამოეხმაურა საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ლეონიდ თიბილოვის განცხადებას, რომლის თანახმადაც, დონალდ ტუსკის ე.წ. საზღვარზე წაყვანა პროვოკაციაა. ხიდაშელის თქმით, თიბილოვმა რა განცხადებაც არ უნდა გააკეთოს, საქართველო დასახული მიზნის მისაღწევად არ გაჩერდება. „რაც შეეხება საოკუპაციო რეჟიმის განცხადებას, რომ ტუსკის ვიზიტი პროვოკაციაა, არა მხოლოდ თიბილოვი თვლის, რომ ტუსკის ვიზიტი პროვოკაციაა. ანალოგიური განცხადება რუსი პოლიტიკოსებისგანაც მოვისმინეთ. ეს გასაგებია. ჩვენი არსებობა მათთვის უკვე პროვოკაციაა. ევროპისკენ მიმავალი საქართველო უკვე პროვოკაციაა. ამაში ახალი არაფერია. ბევრჯერ გვინახავს. ეს რა თქმა უნდა, ჩვენთვის არაფერს არ ნიშნავს და არც ერთი წამით არ გადაგვახვევინებს იმ გზიდან, რომელიც ავირჩიეთ. საქართველოს ამოცანაა, აღადგინოს საკუთარი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, დაიბრუნოს მოსახლეობა, რომელიც პირობითი საზღვრის მიღმა დარჩა და განამტკიცოს სახელმწიფოებრიობა. ამ გზაზე მზად ვართ, მოვითმინოთ აბსოლუტურად ყველანაირი პროვოკაცია იმისათვის, რომ საბოლოო მიზანს მივაღწიოთ. ეს არის გეგმაზომიერი პოლიტიკა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს. ბევრი ნიშანია იმის დასტური, რომ ამ გზაზე პროგრესი სახეზეა. ამიტომ თიბილოვმა რა განცხადებაც არ უნდა გააკეთოს, რა თქმა უნდა ეს ჩვენ ვერ გაგვაჩერებს“,-აღნიშნა ტინა ხიდაშელმა. ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი კონფლიქტის ზონაში ჩავიდა და საზღვრის გადმოწევის ადგილი დაათვალიერა. ტუსკი ხურვალეთსა და წითელუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ვითარებას გაეცნო.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)