17:25 - 08 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-21 16:04:34, 1472 ნახვა

საზოგადოება
მისამართების სისტემასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით,  სამისამართო  სისტემის განვითარების საკითხებთან დაკავშირებით  სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაში ოცამდე მუნიციპალიტეტის საკრებულოების, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის, საქართველოს ფოსტის, 112-ის, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.

შეხვედრა დისკუსიის სახით წარიმართა. მონაწილეებმა მისამართებთან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობაზე, მიმდინარე პრობლემებსა და მათი გადაჭრის შესაძლო გზებზე იმსჯელეს. ხაზი გაესვა გამოცდილების გაზიარებისა და უწყებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობას. ამასთან, მხარეებმა მზადყოფნა გამოხატეს, მუნიციპალიტეტების ხელშეწყობის მიზნით  სამუშაოები განახორციელონ, რაც საბოლოოდ, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დაზუსტებას და სივრცითი მონაცემების შექმნას უზრუნველყოფს. თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით სამომავლო ღონისძიებები  დაიგეგმა.

სამუშაო შეხვედრა შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) დაფინანსებით მიმდინარე პროექტის «მიწის საინფორმაციო სისტემის სანდოობა საქართველოში" ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო შვედეთის კარტოგრაფიის, კადასტრისა და მიწის რეგისტრაციის ორგანოსთან თანამშრომლობით ახორციელებს.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი: ერთი არის ქართველი ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის გმირობა და თავდადება და მეორე - მარიონეტული რეჟიმის მოღალატეობრივი არსი
სერბეთის პრეზიდენტმა ეჭვი გამოთქვა უკრაინაში ომის გარდაუვალ დასრულებასთან დაკავშირებით
Bloomberg: უკრაინა შეერთებულ შტატებთან შეთანხმდა, რომ შავ ზღვაში ყაზახურ ნავთობტანკერებზე თავდასხმას არ განახორციელებს
პაპუაშვილი - ნაციონალური მოძრაობა შეეგუა 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ სანქციებსა და ემბარგოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics