07:11 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-20 12:38:07, 2332 ნახვა

ეკონომიკა
ეკონომიკის სამინისტრო - 10 თვეში, წიაღის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ლიცენზიების ფარგლებში 2 290 სამუშაო ადგილი შეიქმნება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წიაღის ეროვნულ სააგენტოს, მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით, აუქციონი 459 ობიექტზე აქვს გამოცხადებული.

სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის ნოემბრის მდგომარეობით, გაცემული ლიცენზიების რაოდენობამ 401 შეადგინა.

აუქციონის ფასისა და მოსაკრებლის სახით, ნოემბრის თვის მდგომარეობით, სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოდან ბიუჯეტში შევიდა  52 282 809 ლარი. რაც შეეხება გაცემული ლიცენზიების საინვესტიციო მოცულობას, 10 თვის მონაცემებით ეს თანხა 69 450 000 ლარია.

ამავე პერიოდის მონაცემებით, მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება ექსპორტის მაჩვენებელშიც - წიაღის სასაქონლო პროდუქტების წილი გაზრდილია სპილენძისა და მინერალური/ გაზიანი წყლების ნაწილში.

აღსანიშნავია დასაქმების მაჩვენებელიც - 2019 წლის იანვრიდან დღემდე გაცემული ლიცენზიების ფარგლებში განსახორციელებელი პროექტებით შეიქმნა დამატებით 2 290 სამუშაო ადგილი.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics