05:06 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-17 21:39:28, 1768 ნახვა

კომენტარი
ვაჟა სირაძე - დღეს პარლამენტთან 5 500-მდე, რესპუბლიკის მოედანზე კი, 1 500-მდე მოქალაქე იყო შეკრებილი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვაჟა სირაძის განცხადებით, დღეს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე 5 500-მდე, რესპუბლიკის მოედანზე - 1 500-მდე, ხოლო ბათუმში გამართულ აქციაზე 50-მდე მოქალაქე იყო შეკრებილი.

როგორც სირაძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, უწყებამ აქციის მშვიდობიანად ჩატარება უზრუნველყო და რუსთაველის გამზირზე მართლწესრიგის დაცვას ამ დრომდე აგრძელებს.

მისივე თქმით, დღის განმავლობაში არც ერთი პირის დაკავება არ მომხდარა.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყო 17 ნოემბერს რუსთაველზე აქციის ჩატარება. მოგახსენებთ, რომ რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, იმყოფებოდა 5 500-მდე მოქალაქე. აქცია იმართებოდა რესპუბლიკის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზეც, სადაც იმყოფებოდა 1500-მდე მოქალაქე და ბათუმში აქციაზე იმყოფებოდა 50-მდე მოქალაქე. შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს საზოგადოებრივი წესრიგისა და მართლწესრიგის დაცვას და ასევე უზრუნველყოფს თითოეული მოქალაქის გამოხატვის თავისუფლების დაცვას.

ამ ეტაპისთვის, არავის დაკავება არ მომხდარა, აქციამ ჩაიარა მშვიდ ვითარებაში, ყოველგვარი დაკავების გარეშე. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებიან ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგის და მართლწესრიგის დაცვის მიზნით“, - განაცხადა ვაჟა სირაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics