08:13 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-13 17:33:13, 1017 ნახვა

ეკონომიკა
მაჭავარიანი: 2020 წლის ბიუჯეტი არის მოქალაქეზე ორიენტირებული, გათვალისწინებულია სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობა

2020 წლის ბიუჯეტი არის მოქალაქეზე ორიენტირებული ბიუჯეტი, სადაც  გათვალისწინებულია სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობა, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა საპარლამენტო სესიაზე 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას.

მისი თქმით, მომავალი წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში, ასევე, პრიორიტეტად რჩება კაპიტალური ხარჯები და ინფრასტრუქტურის განვითარება, რომელიც უმნიშვნელოვანესია ეკონომიკური ზრდისთვის.

2020 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას, ფინანსთა მინისტრმა, ასევე, ყურადღება გაამახვილა იმ ძირითად პრინციპებზე, რომელიც 2017-2020 წლებში საფუძვლად დაედო ქვეყნის ფისკალურ პოლიტიკასა და ბიუჯეტის შედგენის პროცესს.

„ჩვენმა ფისკალურმა პოლიტიკამ მნიშვნელოვნად გააძლიერა ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობა, გაზარდა ფისკალური სექტორის, როგორც ეკონომიკური ზრდის წამახალისებლის როლი. 2017-2020 წლებში, ჩვენი ფისკალური პოლიტიკა და ბიუჯეტის დაგეგმვა, ეყრდნობოდა სამ ძირითად პრინციპს, ესენია: ფისკალური დეფიციტის შემცირება, მიმდინარე ხარჯების კონტროლი და კაპიტალური ხარჯების ზრდა. ყველა ეს პრინციპი საფუძვლად დაედო საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამას, რომლის ყველა მიმართულება მთავრობამ წარმატებით შეასრულა", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესი ემზადება, ტრამპს მიანიჭოს უფლებამოსილება, დააწესოს 100%-მდე ტარიფები რუსული ნავთობის მყიდველებისთვის
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics