09:26 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-11 15:48:30, 1581 ნახვა

ეკონომიკა
ქართული ღვინო სტოკჰოლმის გამოფენაზე იყო წარმოდგენილი

შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში, ღვინისა და საკვების უმსხვილესი გამოფენა „Stockholm Food and Wine 2019“ გაიმართა, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი 12 კომპანია მონაწილეობდა.

აღნიშნული გამოფენა დიდი პოპულარობით სარგებლობს სკანდინავიის რეგიონში და მას ყოველწლიურად 40 ათასამდე ღვინის პროფესიონალი და მომხმარებელი სტუმრობს.

გამოფენაში მონაწილეობით ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს  საშუალება  ეძლევათ  საკუთარი პროდუქცია გააცნონ შვედ მომხმარებელს, ადგილობრივ ექსპერტებს, სომელიეებს, ღვინის სფეროში დასაქმებულ სპეციალისტებს და იმპორტიორებს, რომლებთან კონტაქტების დამყარება უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს შვედურ ბაზარზე ქართული პროდუქციის დასამკვიდრებლად.

გამოფენის ორგანიზატორებისა და შვედი მომხმარებლების მხრიდან ინტერესი ქართულ ღვინის მიმართ ბოლო წლებში საგრძნობლად არის გაზრდილი, რაზეც ღვინით ვაჭრობის ოფიციალური სტატისტიკაც მიუთითებს. მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით, შვედეთში ექსპორტირებულია 65 ათასი ბოთლი ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 460%-ით არის გაზრდილი.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ ირანს 7 საათის განმავლობაში ბომბავდა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
აშშ-ის კონგრესი ემზადება, ტრამპს მიანიჭოს უფლებამოსილება, დააწესოს 100%-მდე ტარიფები რუსული ნავთობის მყიდველებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics