12:10 - 08 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-09 13:41:31, 1535 ნახვა

საზოგადოება
გვანცა გარმელია; მათ, ვისაც ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ბილეთები ჰქონდათ და ვერ მოახერხეს შემოსვლა, დღეს ვეპატიჟებით

„მათ ვისაც ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ბილეთები ჰქონდათ და ვერ მოახერხეს შემოსვლა დღეს ვეპატიჟებით“, - ამის შესახებ კინოთეატრების მარკეტინგის დირექტორმა, გვანცა გარმელიამ განაცხადა.

მისი თქმით, კინოთეატრ „ამირანში“ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ სეანსები გუშინდელის მსგავსად, 19:30 და 22:00 საათზე ჩატარდება. 

„მათ ვისაც ბილეთი ქონდათ და ვერ მოახერხეს შემოსვლა, ასეთ ადამიანებს ვეპატიჟებით დღეს ფილმის სანახავად.  დღევანდელი სეანსები ჩატარდება ისე, როგორც იყო დაგეგმილი. კინოთეატრ „ამირანის“ შემთხვევაში 19:30 და 22:00 საათზე. გუშინ მოხდა კინოთეატრ „ამირანის“ საკუთრების დაზიანება და ასევე, იყო მცირე ვანდალიზმის ფაქტებიც. მიუხედავამ ამისა, ფილმის ჩვენებამ დარბაზში მყოფი მაყურებლებისთვის მშვიდ გარემოში ჩაიარა“ - განაცხადა გვანცა გარმელიამ.

შეგახსენებთ, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენება გუშინ, 8 ნოემბერს, ჰომოფობიური ჯგუფების პროტესტის ფონზე  გაიმართა.

პირველი ჩვენება, „კავეას“ ოთხივე კინოთეატრში, ასევე „ამირანსა“ და  ბათუმში „აპოლოში“ 19:30 საათზე დაიწყო. ყველა კინოთეატრი მაყურებლით იყო გავსებული. 

მეორე ჩვენება 22:00 საათზე გაიმართა და ასევე ანშლაგით დასრულდა ექვსივე კინოთეატრში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics