|
2015-07-20 13:50:56, 385 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს მოქალაქეები 2 კვირის განმავლობაში C ჰეპატიტზე უფასო სკრინინგით ისარგებლებენ
27 ივლისიდან ჰეპატიტის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მოქალაქეები C ჰეპატიტზე უფასო სკრინინგით ისარგებლებენ. ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ უწყებაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, მოქალაქეებს ნებაყოფლობით შეეძლებათ 2 კვირის განმავლობაში, მთელი საქართველოს მასშტაბით, 9 რეგიონში ანალიზები ჩაიტარონ. „ჩვენ უკვე შევიძინეთ დამატებით 10 ათასი ადამიანის სკრინინგის ჩასატარებელი ტესტები. ეს კვლევა არ საჭიროებს რაიმე დიდ ფინანსურ დანახარჯებს და თუ საქართველოს მასშტაბით სამედიცინო დაწესებულებები ჩაერთვებიან ამ კამპანიაში, ეს იქნება ძალიან დიდი დახმარება ქვეყნისთვის და მოსახლეობისთვის“, - აღნიშნა სერგეენკომ. უწყების ინფორმაციით, მოქალაქეებს უფასო სკრინინგის ჩატარება შეეძლებათ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის შემდეგ ლაბორატორიებში: ქუთაისი - ზონალური ლაბორატორია; 27-28-29 ივლისს იმერეთის სხვადასხვა რაიონებში მიმდებარე სოფლებში მობილური ლაბორატორიები; აჭარა - დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, აჭარის სამმართველო, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი, საინფორმაციო-სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრი „თანადგომა“; 30-31 ივლისს აჭარის სხვადასხვა რაიონებში, მიმდებარე სოფლებში მობილური ლაბორატორიები; გურია - ოზურგეთის ლაბორატორია; სამეგრელო ზემო სვანეთი - ზუგდიდის ლაბორატორია; ფოთი - ფოთის ლაბორატორია; რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი - ამბროლაურის ლაბორატორია; სამცხე-ჯავახეთი - ახალციხის ლაბორატორია; შიდა ქართლი - გორის ლაბორატორია; კახეთი - თელავის ლაბორატორია. ასევე, როგორც სამინისტროში აცხადებენ, 30 ივლისს მოეწყობა ღია ლაბორატორიები ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე, მერიის წინ მდებარე სკვერში „ბაღის კიდე“ და ბათუმში, ბათუმის ბულვარში „კოლონადებთან“. მიღების საათები 10-დან 17 საათამდე იქნება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)