06:23 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-07 13:24:27, 2923 ნახვა

კომენტარი
დავითაშვილი ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერის ჩაშლის მუქარაზე: ძალადობის ფაქტები აღკვეთილი იქნება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერის ჩაშლის შესახებ განცხადებები მიუღებელია.

როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, შინაგან საქმეთა სამინისტრო ნებისმიერი ძალადობის ფაქტს აღკვეთს.

„მე მიმაჩნია, რომ ამ ფილმის პრემიერასთან დაკავშირებით გუშინ შსს-ს მიერ გამოქვეყნებული განცხადება სახელმწიფოს პოზიციას ასახავდა. ჩვენ სრულიად ვეთანხმებით ამ პოზიციას, რომ საქართველოში კანონის წინაშე ყველა თანასწორია. დარწმუნებული ვარ შინაგან საქმეთა სამინისტრო ნებისმიერი ძალადობის ფაქტს აღკვეთს. ძალადობაზე გაკეთებული განცხადებები მიუღებელია“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

შეგახსენებთ, ხვალ საქართველოს კინოთეატრებში ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერაა დაგეგმილი. იმის გამო, რომ ფილმი გეი წყვილის სიყვარულზეა, პრემიერის დაანონსებას საზოგადოების ნაწილის მხრიდან მუქარის და ძალადობის შემცველი განცხადებები მოჰყვა. ძალადობრივმა ჯგუფებმა საპროტესტო აქციები დააანონსეს და განაცხადეს, რომ 8 ნოემბერს კინოთეატრების ბლოკირებას მოახდენენ. ფილმის ჩვენებას აპროტესტებენ სასულიერო პირებიც.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics