10:36 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-06 10:53:37, 1868 ნახვა

ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი: წყალტუბოს პროექტი გააერთიანებს მომიჯნავე რეგიონებსა და სექტორებს

წყალტუბოს პროექტი გააერთიანებს მომიჯნავე რეგიონებსა და სექტორებს, -აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში, გადაცემა „არენაში"  წყალტუბოს აღორძინების პროექტის მნიშვნელობაზე საუბრისას.

როგორც მან განაცხადა, პროექტი ხელს შეუწყობს დასავლეთ საქართველოს ეკონომიკურ აქტივობას.

„პროექტის მიხედვით, გაკეთდება 22 სასტუმრო, 9 სპა კომპლექსი და შესაბამისი ინფრასტრუქტურა. თუმცა, აქ გადამწყვეტია არა ის, რამდენი ადამიანი დასაქმდება  მშენებლობაზე, ან ეკონომიკაში რა წვლილი ექნება სამშენებლო პროცესს, რაც თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია, არამედ გაცილებით მნიშვნელოვანია, რა მოხდება შემდეგ.  შემდეგ მოხდება ძალიან სერიოზული რამ - მოხდება მთელი ეკოსისტემის შექმნა მომიჯნავე რეგიონებთან, სოფლებთან, მომიჯნავე სექტორებთან და ინდუსტრიებთან. რა მაქვს მხედველობაში... ჩვენ ვსაუბრობდით ტურისტების დიდ რაოდენობაზე,  აუცილებელია მათი კვებით უზრუნველყოფა. შესაბამისად, ბუნებრივად განვითარდება სოფლის მეურნეობა, მეღვინეობა. თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ რეგიონში შენდება კავკასიის მასშტაბით უდიდესი საუნივერსიტეტო კომპლექსი, ჩვენ საბოლოო ჯამში, მივიღებთ ტურისტულ, საგანმანათლებლო და კულტურულ ცენტრს... როდესაც ამ ტიპის ინფრასტრუქტურა გაქვს, ბევრი კარგი სიურპრიზი გელოდება და არა მხოლოდ იმ დარგში, რომლისთვისაც ეს ინფრასტრუქტურა გაკეთდა. შესაბამისად,  ვფიქრობ, წყალტუბოს პროექტი  დასავლეთ საქართველოს სერიოზულ გამოცოცხლებას გამოიწვევს და სერიოზულ სტიმულს მისცემს ეკონომიკურ აქტივობას“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ ირანს 7 საათის განმავლობაში ბომბავდა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
აშშ-ის კონგრესი ემზადება, ტრამპს მიანიჭოს უფლებამოსილება, დააწესოს 100%-მდე ტარიფები რუსული ნავთობის მყიდველებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics