|
2019-11-05 16:44:17, 2244 ნახვა
საზოგადოება
აბაშვილის ქუჩაზე სპორტული მოედნები ეწყობა
სამგორის რაიონის გამგეობა მესამე მასივში სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაციას ახორციელებს. ე.წ. სამხედრო დასახლებაში, აბაშვილის ქუჩაზე, ორი სპორტული მოედნის მოწყობა მიმდინარეობს. სამუშაო პროცესი დღეს სამგორის რაიონის გამგებელმა, კახა სამხარაძემ დაათვალიერა. აბაშვილის ქუჩაზე N15 კორპუსის მიმდებარედ 500 კვ.მ ფართობის კაუჩუკისსაფარიანი კალათბურთის მოედანი ეწყობა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული მოედანი შშმ პირთათვის ადაპტირებული იქნება. ტერიტორიაზე უკვე მოეწყო გარე განათების სისტემა და სპორტულ მოედანთან განთავსდა ტრიბუნა. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 113 646 ლარია. სამუშაოებს სამგორის გამგეობის კონტრაქტორი კომპანია „კვადრელი“ აწარმოებს. სპორტული მოედანი მიმდინარე თვის ბოლომდე გაიხსნება. აბაშვილის ქუჩაზე კიდევ ერთი სპორტული მოედნის მოწყობა ხორციელდება. N1 კორპუსის მიმდებარედ, 480 კვ.მ ფართობის ხელოვნურსაფარიანი ფეხბურთისა და კალათბურთის კომბინირებული მოედანი ეწყობა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, სპორტულ მოედანთან მოეწყობა სპეციალური პანდუსი და გარემო შშმ პირთათვის ადაპტირებული იქნება. უკვე დამონტაჟდა კალათბურთის ფარები და მოეწყო გარე განათების სისტემა. სამუშაოების ფარგლებში, სპორტულ მოედანთან ასევე, მოეწყობა მაყურებელთა ტრიბუნა. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 103 676 ლარია და მას სამგორის გამგეობის დაკვეთით, შპს „პარმა“ ახორციელებს. სამგორის რაიონის გამგეობა სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობას სხვადასხვა მისამართზე ახორციელებს. მიმდინარე წელს 16 სპორტული მოედანი და 36 ფიტნეს ზონა მოეწყო. ამჟამად კი შვიდი სპორტული მოედნის მოწყობა მიმდინარეობს.
(NS)
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)