|
2019-11-03 20:47:25, 1180 ნახვა
საზოგადოება
ხიზანიშვილის ქუჩაზე ასფალტის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს
გლდანის რაიონში, ხიზანიშვილის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში, ასფალტის დაგების სამუშაოები გრძელდება. დღეს, ხიზანიშვილის ქუჩის 3 000 კვადრატულ მეტრზე არსებულ მონაკვეთზე ასფალტის საფარი დაიგო. მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე გაეცნო. „გლდანში ორი ცენტრალური ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პირველი ეტაპის სამუშაოები უკვე დასრულებულია. მხედველობაში მაქვს მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობა. შესაბამისმა კომპანიებმა, რომლებიც ამ სამუშაოებს აწარმოებდნენ, მუშაობა დაასრულეს და ამჟამად საგზაო ინფრასტრუქტურა ეწყობა. შეიძლება ითქვას, რომ ხიზანიშვილის ქუჩაზე გზის მოწყობა ქვედა ფენებში თითქმის სრულდება. რჩება 80 მეტრიანი მცირე მონაკვეთი, სადაც სხვადასხვა კომპანიამ - „თბილისი ენერჯიმ“, „სილქნეტმა“ უნდა აწარმოონ სამუშაოები. შემდეგ კი გზის საფარი ამ მონაკვეთზეც დაიგება. პარალელურად, ვეკუას ქუჩის გზის მოასფალტებისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. წლის ბოლომდე ორივე ცენტრალურ ქუჩაზე გზა ქვედა ფენებში დაგებული იქნება. პარალელურად, ტროტუარის გაფართოების სამუშაოები, ბორდიურის ჩამოსხმა და ველობილიკების მოწყობაც ხორციელდება. დარწმუნებული ვარ, როდესაც ეს პროექტი დასრულდება, ყველანაირად მოწესრიგებული ქუჩა გვექნება“, - განაცხადა კახა კალაძემ. ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი, რომელიც მიწისქვეშა კომუნიკაციების კაპიტალურ განახლებას, წყლის, სანიაღვრე და წყალარინების ქსელის, ასევე ბუნებრივი აირის ქსელის მოწყობას ითვალისწინებდა, დასრულებულია. ორივე ქუჩაზე უკვე დაგებულია 38 000 კვ. მ ასფალტის ქვედა ფენა. ხიზანიშვილის ქუჩაზე დედაქალაქის მერთან ერთად მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე, გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე იმყოფებოდნენ.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)