|
2019-11-02 11:33:00, 1321 ნახვა
საზოგადოება
თურნავა - საქართველო-თურქეთის მთავრობათაშორის კომისიაზე ქართული ბიზნესის მხარდაჭერის საკითხს დავაყენებთ
საქართველოსა და თურქეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა ნოემბერში თურქეთში გაიმართება. კომისიას საქართველოს მხრიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა უხელმძღვანელებს, რომელმაც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის თურქეთში ოფიციალური ვიზიტის ეკონომიკური შედეგები შეაჯამა. ნათია თურნავას განცხადებით, კომისია ბოლოს 2005 წელს შეიკრიბა. „თურქეთი საქართველოს მთავარი სავაჭრო - ეკონომიკური პარტნიორია. ამდენად, კომისიაზე შეგვიძლია ბევრი მიმართულებით მნიშვნელოვანი გარღვევა მოვახდინოთ. მათ შორის, საუბარი იქნება ისეთ საკითხებზე, რომელთა მოგვარებაც ადგილობრივი მეწარმეების ხელშეწყობას ისახავს მიზნად," - განაცხადა მინისტრმა. მან ყურადღება გაამახვილა ტექსტილის სექტორზე, რომლის წარმომადგენლებთან შეხვედრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ერთი კვირის წინ გაიმართა. „ამასწინათ ჩვენ დარგის მეწარმეებს შევხვდით, მათ შორის ქართულ - თურქული ინვესტიციით შექმნილი საწარმოებიც იყვნენ. ერთობლივ კომისიაზე ჩვენ თურქეთის მხარესთან აუცილებლად დავსვამთ თურქეთიდან საქართველოში ნედლეულის შემოტანის გამარტივების საკითხს ტექსტილის პროდუქციის ისეთი მწარმოებლებისთვის, რომლებიც მზა პროდუქტს საქართველოში დაამზადებენ, ექსპორტზე კი ევროკავშირში გაიტანენ. დღეს ჩვენ გვაქვს ისეთი რეგულაციები, რომლებიც გამარტივებას საჭიროებს. საბოლოო ჯამში, ეს წაადგება საქართველოში ტექსტილის ადგილობრივ წარმოებას და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების უკეთ განხორციელებას," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.
(NS)
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)