|
2019-11-01 16:57:13, 1379 ნახვა
საზოგადოება
საჯარო რეესტრის მიერ ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოცდილებას, კატარში გამართულ კონფერენციაზე გაეცნენ
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოცდილება კატარში გამართულ საერთაშორისო კონფერენცია "შმარტ ჩიტყ Eხპო-ზე" განიხილეს. კონფერენციაზე საჯარო რეესტრს პროექტების მართვისა და გაყიდვების სამსახურის უფროსი მარიამ ტურაშვილი წარმოადგენდა. მან პანელურ დისკუსიაში- „კიბერუსაფრთხოების გამოწვევები ჭკვიან ქალაქებში"- მიიღო მონაწილეობა და საჯარო რეესტრის მიერ უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციებში ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენებაზე, განხორციელებულ აქტივობებსა და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა. საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც ბლოკჩეინის ტექნოლოგიური მიღწევა უძრავი ქონების რეგისტრაციაში წარმატებით გამოიყენა. ბლოკჩეინი ინოვაციური ტექნოლოგიაა, რომელიც გარდა იმისა, რომ სარეგისტრაციო ტრანზაქციებს მსოფლიო მასშტაბით ხელმისაწვდომს, გამჭვირვალეს და კიდევ უფრო მეტად დაცულს ხდის, ასევე უზრუნველყოფს მონაცემთა ბაზების ფიზიკური განადგურებისგან დაცვას. პანელურ დისკუსიაზე, რომელზეც განხილული იყო მონაცემთა უსაფრთხოების, ციფრული სისტემებისა და დეცენტრალიზაციის მნიშვნელობისა და მდგრადი განვითარების საკითხები, საჯარო რეესტრის წარმომადგენელმა ასევე ისაუბრა საქართველოს მიღწევებზე მსოფლიო ბანკის „Dოინგ Bუსინესს-ის" რეიტინგში. მან აღნიშნა, რომ ბიზნესის დაწყების სიმარტივით საქართველოს წელს საუკეთესო მაჩვენებელი აქვს, ხოლო ქონების რეგისტრაციის კომპონენტის მიხედვით სტაბილურად ინარჩუნებს ადგილს პირველ ხუთეულში. კატარის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს ორგანიზებით გამართული კონფერენცია „შმარტ ჩიტყ Eხპო" საერთაშორისო ღონისძიების „QIთჩOM 2019-ის" ნაწილია, რომელზეც ჭკვიანი ქალაქების განვითარების პროცესში არსებული გამოწვევების გადაჭრის გზები და ახალი ტექნოლოგიების გამოყენების გამოცდილებები განიხილება. კონფერენციას ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კატარის სახელმწიფოში ნიკოლოზ რევაზიშვილი, მონაწილეობა ასევე მიიღეს ქართულმა სტარტაპ კომპანიებმა, რომლებიც ღონისძიებას კატარში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ეწვივნენ. (NS)
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)