|
2019-11-01 12:49:04, 1293 ნახვა
სამართალი
ყოფილი მეუღლის დედის განზრახ მკვლელობის, მეუღლის და მეუღლის მამის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 23-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყოფილი მეუღლის დედის განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობაში და ყოფილი მეუღლის და მეუღლის მამის განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული ხ.ყ. დამნაშავედ ცნო. როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 14 ნოემბერს, თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის, თაღლითობისთვის, ცემისა და ჯანმრთელობის დაზიანებისთვის ნასამართლევი ხ.ყ. დაახლოებით 00:30 საათზე, ყოფილი მეუღლის - ნ.რ.-ს სახლში შეიპარა და განქორწინებით განაწყენებულმა, მძინარე ნ.რ.-ს მოკვლის მიზნით დანით სხეულის სხვადასხვა არეში სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა. ხ.ყ.-მ ასევე დაზარალებულის დასახმარებლად ოთახში შესულ ყოფილი მეუღლის დედას - დ.კ.-ს და მამას ვ.დ.-ს ოჯახის სხვა წევრების თვალწინ განსაკუთრებული სისასტიკით, სხეულის სხვადასხვა ადგილებზე სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. „მიღებული დაზიანებების შედეგად დ.კ. საავადმყოფოში გარდაიცვალა, ხოლო ნ.რ.-ს და ვ.დ. -ს გადარჩენა მოხერხდა. სამართალდამცველებმა მიმალვაში მყოფი ხ.ყ. 2019 წლის 5 თებერვალს ქ. თბილისში დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ხ.ყ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება) და 111,109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობა) და 111,19.109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა" და „ბ" ქვეპუნქტებით (ოჯახის ორი წევრის განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობის მცდელობა) და სასჯელის სახედ და ზომად 23 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. მასვე დაემატა წინა განაჩენით დაკისრებული ჯარიმის 3000 ლარის გადახდა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)