|
2019-11-01 10:52:00, 2549 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა: 2005 წლის შემდეგ საქართველოსა და თურქეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი სხდომა პირველად გაიმართება
ნოემბრის მეორე ნახევარში საქართველოსა და თურქეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართება, რომელიც 2005 წლის შემდეგ არ ჩატარებულა, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოს პრემიერ-მინისტრის და თურქეთის პრეზიდენტის შეხვედრის შემდეგ განაცხადა. შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას თურქეთის რესპუბლიკაში ოფიციალურ ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. მინისტრის განცხადებით, შეხვედრა ორი ქვეყნის ლიდერებს შორის ძალიან მნიშვნელოვანი და შედეგზე ორიენტირებული იყო. მისი თქმით, საუბრის დიდი ნაწილი ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს დაეთმო. მათ შორის, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ორმხრივი ვაჭრობის განვითარებაზე. „თურქეთი საქართველოს ნომერი პირველი სავაჭრო პარტნიორია. თუმცა დღეს ითქვა, რომ ბრუნვა, რაც გვაქვს, შეიძლება გაორმაგდეს და ამის პოტენციალი არსებობს", - განაცხადა ნათია თურნავამ. კიდევ ერთი საკითხი, რომელიც პრიორიტეტულად იქნება განხილული ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაზე, ქართული ბიზნესის მხარდაჭერა იქნება. „დღევანდელ სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა წინა პლანზე დააყენა, როგორ დავუდგეთ მხარში ქართულ ბიზნესებს, ვისაც აქვს ვაჭრობა თურქეთთან და რამდენადაა შესაძლებელი, ეს უფრო გამარტივებული წესით მოხდეს. ამ საკითხზე ჩვენ ერთობლივ კომისიაზე უფრო დეტალურად ვიმსჯელებთ," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.
(NS)
ტრამპი: ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებს დავარტყამთ, თუ მოლაპარაკებებს არ განაახლებენ
საია: ფორმულასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება SLAPP პრეცედენტია
უკრაინამ შავ ზღვაში რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის 20 გემს დაარტყა
თბილისის ტრამვაის ტენდერში თურქულმა კომპანია EmreRay-მ გაიმარჯვა - პროექტი ₾288 მლნ ჯდება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)