20:27 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-18 15:56:26, 617 ნახვა

საზოგადოება
სოფელ კნოლევიდან მამაკაცი გაიტაცეს

ქარელის რაიონის სოფელ კნოლევიდან მამაკაცი გაიტაცეს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა შალვა ენუქიძემ განუცხადა, მამაკაცის უკანონო დაკავება მაშინ მოხდა, როდესაც ის შვილთან ერთად საკუთარ ბაღში იმყოფებოდა.

„სოფელ კნოლევში მოხდა უკანონო დაკავება. ადგილობრივი მკვიდრი, თოთრლაძეა გვარად, შვილთან ერთად საკუთარ ბაღში იმყოფებოდა. შვილმა მოასწრო გამოქცევა, მამა დააკავებული იქნა უკანონოდ. ცხელი ხაზის მეშვეობით, ჯერჯერობით დეფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს არ დაუდასტურებიათ აღნიშნული ფაქტი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ იგი გადაყვანილი ცხინვალის იზოლატორში. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ჩართულია და ორშაბათს, როდესაც ამ ძირითად საკითხს განვიხილავთ, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების შეხვედრაზე, პარალელურად ეს საკითხიც იქნება დაყენებული“, - განუცხადა „ექსპრესნიუსს“ შალვა ენუქიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლიცია მატარებლებშიც იქნება
ივანიშვილის რეჟიმი ინგლისურ ენას ბავშვებს პირველი კლასიდან აღარ ასწავლის
ევროპის სახალხო პარტია: ჩვენ ყოველთვის საქართველოს ხალხის მხარეს ვართ
ALDE-ს რეზოლუცია „ოცნების“ წევრების წინააღმდეგ პერსონალურ სანქციებს მოითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics