00:14 - 08 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-30 12:52:37, 1411 ნახვა

საზოგადოება
თბილისში ჟიული შარტავას ბიუსტი განთავსდება

საზოგადო მოღვაწისა და ეროვნული გმირის ჟიული შარტავას ბიუსტი, სენაკისა და რუსთავის შემდეგ, თბილისშიც  განთავსდება. ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

თბილისის მერმა ბიუსტის კონცეფციის შემუშავებისა და ადგილის შერჩევის საკითხებზე  მუშაობა  მერის მოადგილეს, სოფიო ხუნწარიას დაავალა.

„მინდა, ძალიან მნიშვნელოვან და სენსიტიურ თემას შევეხო. 2019 წლის 7 მარტს გამოჩენილ საზოგადო მოღვაწეს, ეროვნულ გმირს, ჟიული შარტავას დაბადებიდან 75 წელი შეუსრულდებოდა. დღესდღეობით, მისი ბიუსტები განთავსებულია ქალაქ რუსთავსა და სენაკში, თუმცა არა თბილისში. ჟიული შარტავა იმსახურებს იმას, რომ მისი ბიუსტი არსებობდეს დედაქალაქშიც. ჟიული შარტავასთან ერთად, მე ვიტყოდი, გურამ გაბისკირიას ძეგლიც. ჩვენ ყველას გვახსოვს წუთები, როდესაც სოხუმი დაეცა და  ეს ადამიანები, ფაქტობრივად, ბოლო გამოვიდნენ მთავრობის სახლიდან. ყველას გვახსოვს ის სიტყვები, როდესაც მათ  ეუბნებოდნენ, დაიჩოქეთ და შეაგინეთ ქართველებსო.  მათი პასუხი იყო - „არასოდეს ცხოვრებაში!“ ეს ადამიანები ჩვენგან ნამდვილად იმსახურებენ ამას.  ჩვენმა მომავალმა თაობებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ ჩვენი გმირების შესახებ. ჩემი თხოვნა იქნება, ეს ყველაფერი ისე გავაკეთოთ, როგორც ეს ამ ადამიანებს ეკადრებათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics