08:51 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-29 17:12:07, 1930 ნახვა

კომენტარი
თურნავა: წყალტუბოში, ტურიზმის განვითარებასთან ერთად ათასობით ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება

„ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა  ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველო კიდევ ერთ საერთაშორისო მასშტაბის ტურისტულ ცენტრს შეიძენს აბასთუმნის შემდეგ, არამედ იმიტომაც, რომ აქ, თუნდაც სასტუმროებში, იგეგმება 8,000 -მდე სამუშაო ადგილის შექმნა", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. 

მინისტრი ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას ქვემოქმედებად აფასებს.  

"თუ ვივარაუდებთ, რომ მილიონამდე ტურისტი შეიძლება ჩამოვიდეს (ამას კვლევები გვიჩვენებს),  20,000 ადამიანი დასაქმდება აქ და წარმოიდგინეთ, რამხელა ახალი სიცოცხლეა ეს ყველაფერი დასავლეთ საქართველოსთვის, ასევე მთლიანად ქვეყნისთვის. ბატონმა ბიძინამ ბრძანა, რომ მზადაა, ნებისმიერ დროს გადასცეს ეს ობიექტები ყოველგვარი მოგების მიღების გარეშე კერძო ბიზნესს, ვინც იტვირთავს შესაბამის პასუხისმგებლობას. ეს არის  ქველმოქმედება, მაგრამ ამის გარეშე ჩვენ ვერ ავაღორძინებთ წყალტუბოს" - განაცხადა მინისტრმა.

კითხვაზე, თუ რა ვადებზეა საუბარი, ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუმარტა, რომ კონკრეტული ვადები, პირობები თუ ღირებულება არის ის დეტალები, რომლებიც შემდგომში,  კომპლექსური დასკვნის დამუშავების პროცესში დაზუსტდება.

„მთავარია, რომ ყველაფერი გაკეთდება კანონის შესაბამისად და ისე, რომ სახელმწიფომ მხოლოდ სარგებელი მიიღოს აქედან და მისი ინტერესები არ დაზარალდეს" - განაცხადა მინისტრმა.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics