00:14 - 08 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-29 12:17:44, 1493 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოში განხორციელებული ჰაკერული თავდასხმის უკან შესაძლოა რუსეთი იდგეს“ - Washington Post და BBC

საქართველოში განხორციელებულ მასშტაბურ კიბერთავდასხმას უცხოური მედია ეხმაურება. 

BBC-ის ინფორმაციით, ჰაკერული თავდასხმა 2000-ზე მეტ ვებგვერდზე განხორციელდა. 

"აღსანიშნავია, რომ თავდასხმა გახორციელდა, სახელმწიფო უწყებების, აგრეთვე სასამართლოების და არასამთავრობო ორგანიზაციების ვებგვერდებზე. საკმაოდ ბევრ შემთხვევაში ვებგვერდებშზე შესვლის შემდეგ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ფოტო ჩნდებოდა. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. არ არის გამორიცხული, რომ თავდასხმის უკან რუსეთის სპეცსამსახურები იდგნენ", - წერს BBC. 

კიბერთავდასხმაზე კიდევ ერთი გავლენიანი გამოცემა Washington Post-ი წერს. როგორც გამოცემა წერს, საქართველოში 2008 წლის შემდეგ მსგავსი მასშტაბის ჰაკერული თავდასხმა არ მომხდარა. სტატიაში აღნიშნულია, რომ მომხდარმა აჩვენა, თუ რა სუსტია საქართველოს კიბერუსაფრთხოება. აღსანიშნავია, რომ რუსეთის ფაქტორზე ეს გამოცემაც წერს. 

 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics