20:27 - 03 Jul, 2026
|
2015-07-17 21:14:15, 650 ნახვა
საზოგადოება
ევროპის მოედანზე ოლიმპიური ჩირაღდანი მიიტანეს
ევროპის მოედანზე ოლიმპიური ჩირაღდანი მიიტანეს. "თბილისი 2015"-ის საორგანიზაციო ჯგუფის თავმჯდომარე ალეკო ახვლედიანმა ოლიმპიური ჩირაღდანი თბილისის მერს გადასცა, რომელიც მას შემოუძღვა. როგორც მერმა ჟურნალისტებს განუცხადა, თბილისი და საქართველო მზადაა, მსოფლიოს ახალგაზრდულ ოლიმპიადას უმასპინძლოს. "ექსპრესნიუსის" კორესპონდენტის ცნობით, ოლიმპიური ჩირაღდნის ევროპის მოედანზე შემოტანას შეკრებილი საზოგადოების ოვაციები და ტაში მოჰყვა. ევროპის მოედნიდან ჩირაღდანს თავისუფლების მოედანზე მიიტანენ, სადაც კონცერტი გაიმართება. ცნობისთვის, ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის, "თბილისი 2015"–ის ცენტრალური ჩირაღდანი კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)