|
2019-10-26 16:13:45, 1941 ნახვა
საზოგადოება
მეუფე იაკობი - გახარია, გომელაური, კვირიკაშვილი მეჩალიჩებოდნენ პატრიარქი გადავაყენოთ და შიო დავაყენოთო
ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი აცხადებს, რომ ხელისუფლების მაღალჩინოსნები მას პატრიარქის, ილია მეორის "გადაყენებაზე ეჩალიჩებოდნენ". როგორც მეუფე იაკობმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა, შესაბამისი შეხვედრა მაშინდელი პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში შედგა. "მე შემიძლია ისეთი მნიშვნელოვანი საბუთები მოგაწოდოთ, რომ მეუფე პეტრე და დეკანოზი რომ ერთად იყვნენ ყველაფერში. ვგულისხმობ მკვლელობას. არა მარტო მეუფე პეტრე ამაში სახელმწიფოდან ვიღაცები ჩარეული იყვნენ და ზოგიერთი ბიზნესმენიც ჩარეული იყო მაგ ამბავში. მაგალითად, ვანო ჩხარტიშვილი. კვირიკაშვილის დროს დამიძახეს. კვირიკაშვილი და ვახო (გომელაური) ყველაზე წესიერები იყვნენ. შეხვედრაზე კვირიკაშვილი იყო, ვახო იყო და ცოტა დააგვიანა გახარიამ. მეჩალიჩებოდნენ იმაზე, რომ ჩვენ გვინდა პატრიარქი გადავაყენოთ და შიო დავაყენოთ პატრიარქათო. მე ვუთხარი, ბიჭო, თქვენ ვინ გეკითხებათ?! ეკლესიამ თვითონ იცის და ცოცხალ პატრიარქზე მის წინააღმდეგ როგორ მიდიხართ-თქო?! „ციანიდის საქმე“ მანამდე იყო დაგეგმილი და სახელმწიფოც ჩარეული იყო. პირდაპირ გეტყვით, შოთაძეს [ირაკლი], მაგას არ ვაპატიებ, რაც გააკეთა და თქვა. მე მაშინ ვუთხარი კვირიკაშვილს, შოთაძეს და ფარცხალაძეს არ ვაპატიებ ჩემდამი ესეიგი... ფულს ძალავენ და ყველას ჩავარტყავ სადაც ჩასარტყმელია. ყველაზე კარგი ვარიანტი იყო, რომ მოეკლათ", - განაცხადა მეუფე იაკობმა. კითხვაზე - რა სახის სახის მხარდაჭერას ითხოვდნენ მისგან, მეუფემ აღნიშნა: " „ბიძინა ამბობს ხოლმე, რომ ვინ არის მეუფეო, არავინ არ არისო, ჩემზე იძახის. მე ვარ სინოდის ავტორიტეტული წევრი. 9 წელია, როცა გავხდი ეპისკოპოსი, გავხდი საფინანსო ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარე. მე ძლიერი პოზიციები მაქვს ეკლესიაში".
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)