|
2019-10-24 22:20:58, 1529 ნახვა
საზოგადოება
თბილისის ქუჩებში უკვე 420 შმAXI-ისტი მოძრაობს
"შმAXI"-ს უკვე 420 რეგისტრირებული მასწავლებელი ჰყავს. - ამის შესახებ "გირჩის" გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. რეგისტრაციისთვის ასევე ისეთი ადამიანებიც მიდიან, რომელთაც მხარდაჭერის გამოხატვა და "შმაქსის" პოპულარიზება უნდათ. "გირჩის" მიერ დაარსებული "შმAXI", საგანმანათლებლო კომპანიაა, ე.წ. ბორბლებიანი სასწავლო დაწესებულება. „შმაქსი"-ს მიერ დაქირავებული მასწავლებლები, იგივე "შმაქსისტები", მგზავრებს თავისუფლებასა და მისგან მოტანილ სიკეთეებზე ელაპარაკებიან და ასევე მათ ავტომობილში "გირჩის" მიერ მიწოდებული აუდიო მასალის ჩართვაც შეუძლიათ. ეს გახლავთ კიდევე ერთი რეგულაცია, რომლის გარღვევაც გირჩმა შეძლო. შმAXI-ის სლოგანია #ისწავლეგზადაგზა. შმაქსაობის მსურველ ნებისმიერ ადამიანს, შეუძლია მივიდეს "გირჩის ოფისში", ბესიკის 4 ნომერში. შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, მოსახლეობაში საღი აზრის გავრცელების პროექტში ჩაერთოს და განაგრძოს მუშაობა. ასევე შეგახსენებთ, რომ „შმაქსის" გამოძახება ქოლ-ცენტრის მეშვეობითაც არის შესაძლებელი. ნებისმიერ პირს, ვისაც „შმაქსის" საგანმანათლებლო სერვისის გამოძახება სურს, შეუძლია დარეკოს ნომერზე - 2 052 420. რაც შეეხება "შმაქსის" აპლიკაციას, მზადების პროცესშია და უახლოეს მომავალში მომხმარებელს ამ სერვისით სარგებლობაც შეეძლება.
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)