21:28 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-17 16:40:04, 679 ნახვა

სამართალი
წულუკიანი: წერტილი დავუსვით ერთხელ შეცდომაში შეყვანილი ბავშვის ციხეში გამოკეტვის კულტურას

„ჩვენ  წერტილი დავუსვით ერთხელ შეცდომაში შეყვანილი ბავშვის ძალიან ბევრი წლით  ციხეში გამოკეტვის  კულტურას“,-ამის  შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ პრეზენტაციამდე ჟურნალისტებს განუცხადა. 
როგორც წულუკიანმა აღნიშნა, „მართლმსაჯულების კოდექსის“ დამტკიცება  და მიღება ქვეყნისთვის  სამართლებრივი განვითარების საქმეში მნიშვენლოვანია. 
„იუსტიციის სამინისტრო ევროკავშირთან ერთად ვზეიმობთ „არასრულწოლოვანთა მართლმსაჯულების,როგორც კოდექსის  მიღებას.  ეს არის ძალიან მნიშვენლოვანი კანონი ჩვენი ქვეყნის სამართლებრივი განვითრების საქმეში.  ერთხელ  და სამუდომ, როგორც იქნა გვეღირსა ამ ქვეყანაში ის, რომ გვეყოლებიან სპეციალიზებული მოსამართლეები ბავშვთა საქმეებში, გვეყოლებიან სპციალიზებული პროკურორები, პოლიციელები, სოციალური მუშაკები და გვეყოლებიან ადვოკატები, რომლებიც დაიცავენ ბავშვებს. იმიტომ რომ განსაკუთრებული ცოდნა ექნებათ ეფექტიანად ბავშვთა უფლებების სისხლის სამართლის პროცესში. მე მიხარია, რომ იუსტიციის სამინისტრო ამ კოდექსითაც აჩვენებს იმას, რომ ჩვენ ვმუშაობთ ქვეყნის პროგრესისთვის, ვმუშაობთ ადამიანის უფლებებისთვის. ჩვენ ერთხელ შეცდომაში შეყვანილი ბავშვის ძალიან ბევრი წლით ციხეში გამოკეტვის კულტურას წერტილი დავუსვით. ეს კულტურა ამ კოდექსით დასრულდა და ამას ვზეიმობთ დღეს.  ბავშვს ვაძლევთ გამოსწორების  და  ცხოვრების  სწორად გაგრძელების შანს.  იმიტომ რომ ბავშვები ჩვენი მომავალი თაობაა“,-განაცხადა თეა წულუკიანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics