|
2019-10-24 12:31:56, 827 ნახვა
საზოგადოება
ომბუდსმენი მოუწოდებს პროკურატურას დეპუტატ ილია ჯიშკარიანის საქმის მასალებზე წვდომა მისცეს
სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში დადანაშაულებული „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის, საქმის მასალები პროკურატურამ სახალხო დამცველის აპარატს არ გადასცა, - ამის შესახებ ომბუდსმენმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა. ლომჯარია მოუწოდებს გენერალურ პროკურატურას, რომ დაუშვას საგამონაკლისო წესი სახალხო დამცველის აპარატისთვის, რათა ომბუდსმენს საქმის მასალებზე წვდომა ჰქონდეს. „ფორმალურად და კანონის თანახმად, ჩვენ არ გვაქვს წვდომა მიმდინარე საქმის მასალებზე როდესაც გამოზიება მიმდინარეობს, თუმცა არის ხოლმე გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია, როდესაც ჩვენ ვერთვებით და პროკურატურა გვაძლევს წვდომას საქმეზე. ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ეს საქმე არის სწორედ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონდე, სადაც ბრალდებულია პოლიტიკური თანამდებობის პირი მმართველი პარტიიდან. ვფიქრობ, რომ პირველადი საგამოიება მოქმედებები გარკვეული ხარვეზით წარიმართა, დაგვიანებით, გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები არ იყო დაუყოვნებლივ ჩატარებული, ამიტომ ჩემი ინტერესის საგანი იყო, რომ ჩავერთოთ და მივადევნოთ თვალყური, რამდენად დროულად, ეფექტურად წარიმართება გამოძიება“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. ცნობისთვის, ილია ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. სასამართლო პროცესი კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსში" გაიმართა. შეგახსენებთ, ახალგაზრდა ქალი, თამთა თოდაძე "ქართული ოცნების" დეპუტატს, ისნის მაჟორიტარს ილია ჯიშკარიანს გაუპატიურების მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სამი მუხლით დაიწყო. პროკურატურამ თოდაძეს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა.
მოამზადა ლანა მრავლაძემ
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)