11:16 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-24 12:26:46, 1127 ნახვა

კომენტარი
წულუკიანი სუმბაევის რუსეთისთვის გადაცემაზე: სტრასბურგმა ექსტრადიციის შეჩერებაზე უარი თქვა

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ჰაკერის იაროსლავ სუმბაევის რუსული მხარისთვის გადაცემის ფაქტს ეხმაურება. 

როგორც წულუკიანი აცხადებს, ჰაკერის ადვოკატები ცრუობენ, როდესაც ამბობენ, რომ ქართული მხარე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას არ დაელოდა და ისე გადასცა მათი დაცვის ქვეშ მყოფი რუსეთს. წულუკიანის განმარტებით, ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ უარი თვქა სუმბაევის ექსტრადირების შეჩეერებაზე. 

"სუმბაევის ექსტრადირება განხორციელდა ჩემი, იუსტიციის მინისტრის ბრძანების საფუძველზე, რომელიც გამოვეცი 30 სექტემბერს. მანამდე მაისის თვეში საქართველოს სასამართლოებმა მისი ექსტრადირება ცნეს დასაშვებად. დასანანია, რომ როგორც ახლა ირკვევა, სუმბაევის ადვოკატები, მედიასაც ატყუებდნენ და ასევე ატყუებდნენ მთლიანად საზოგადოებას. ხელთ მაქვს სტრასბურგის სასამართლოს წერილი და საბოლოო პასუხი, რომ სასამართლო უარს ამბობს ამ ექსტრადიციის შეჩერებაზე", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ცნობისთვის, საქართველომ ჰაკერი იაროსლავ სუმბაევი რუსულ მხარეს გადასცა.

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანზე დარტყმების შემდეგ თეირანმა შეთანხმების მიღწევა მოითხოვა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა აზოვის ზღვაში ტანკერები დაბომბეს
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ტვერისა და სტავროპოლში ნავთობის საწყობები დაბომბეს
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics