|
2019-10-22 22:42:51, 2358 ნახვა
საზოგადოება
ბერა ივანიშვილმა ამაზონის ტყის გადასარჩენად 1.1 მილიონი დოლარი გადარიცხა
ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ვაჟიშვილმა რეპერმა ბერა ივანიშვილმა ამაზონის ტყეების გადასარჩენად, 1.1 მილიონი აშშ დოლარი გადრიცხა. "ამაზონის ტყე იწვის ბოლო რამდენიმე თვეა.ცეცხლი ჩვენი ქვეყნის ფილტვებს ანადგურებს, ანადგურებს ჩვენი შვილების სიცოცხლეს და მომავალს. მოქმედების დროა. დღეს მინდა მხარი დავუჭირო ჩვენ ბრაზილიელ მეგობრებს და დავდგე მათ გვერდით ამ უბედურების დროს. მიუხედავად იმისა, რომ ათასობით მილი გვაშორებს, ყოველთვის ჩემს გვერდით იდგნენ და პატივს მცემდნენ, როგორც ოჯახის წევრს.დავაარსე ორგანიზაცია ISA, რომელშიც მე და ჩემი ოჯახის წევრებმა გადარიცხეს 1.1 მილიონი დოლარი. გთავაზობთ ერთად ვიმოქმედოთ. ნებისმიერი შემოწირულობა მნიშვნელოვანია. ერთად შეგვიძლია შეცვლა. მადლობა და ღმერთი გწყალობდეთ" - ამბობს გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში ბერა ივანიშვილი. ოფიციალური სტატისტიკით, 2019 წლის პირველ 8 თვეში ბრაზილიაში 75000-ზე მეტი ტყის ხანძარი დააფიქსირდა, რაც 2013 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. შედარებისთვის, მთელი 2018 წლის მანძილზე, სულ 39759 ხანძარი მოხდა.
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)