|
2015-07-17 12:56:52, 621 ნახვა
საზოგადოება
რამაზან ბაირამის დღესასწაული აჭარაშიც აღინიშნა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ დღეს ადგილობრივ მუსლიმებს დიდი მარხვის დასრულება რამაზან ბაირამი მიულოცა და ბათუმის მეჩეთში დღესასწაულთან დაკავშირებულ ლოცვას დაესწრო. აჭარის პირველ პირთან ერთად რეგიონის სოფლის მეურნეობისა და განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრები იმყოფებოდნენ. რელიგიურ რიტუალს დასავლეთ საქართველოს მუფთი ბეგლარ ქამაშიძე უძღვებოდა. რამაზანის მარხვის დროს განთიადიდან მზის ჩასვლამდე მუსლიმები ყოველგვარ საჭმელსა და სასმელზე უარს ამბობენ. მარხვის დასრულების დღეს მუსლიმები ტრადიციულ ტკბილეულს ჰალვას ამზადებენ, წინაპრების საფლავებს მოინახულებენ და ნათესავებს სტუმრობენ. „პირველ რიგში დიდი მოწიწებით და პატივისცემით ვულოცავ ყველა მუსლიმს ამ დღესასწაულს. მე მინდა გითხრათ, რომ ძალიან რთულა მარხვის პერიოდი. 29 დღის განმავლობაში ყველა მუსლიმი ემსახურება ღმერთს, სჩადის კეთილ საქმეებს, ამიტომ ეს განსაკუთრებული დღეებია. ყველა მუსლიმს მინდა ვუსურვო წარმატებები, სიყვარული, ბედნიერება. სახელმწიფო ყოველთვის გადადგამს იმ ნაბიჯებს, რაც საჭირო იქნება ყველა აღმსარებლის მიმართ პატივისცემისთვის,“ - განაცხადა არჩილ ხაბაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)