|
2019-10-16 13:31:12, 1229 ნახვა
ეკონომიკა
„თეგეტა მოტორსის“ შეთავაზება სამუხრუჭე ხუნდებზე
“თეგეტა მოტორსი” პრემიუმ ხარისხის ATE-ს ბრენდის სამუხრუჭე ხუნდებზე მომხმარებლებს სპეციალურ აქციას სთავაზობს, რომლის ფარგლებში შეგიძლიათ შეიძინოთ აღნიშნული ბრენდის ხუნდები უსასრულო გარანტიით, რაც ნიშნავს, რომ „თეგეტა მოტორსში“ შეძენილმა ხუნდებმ თუ გამოსცა არასასიამოვნო ხმა, კომპანია 100%-მდე თანხას აგინაზღაურებთ. ATE მრავალი წელია მსოფლიო ბაზრის ლიდერია სამუხრუჭე ხუნდების სფეროში და გამოირჩევა უსაფრთხოების საუკეთესო მახასიათებლებით. მიმდინარე აქციის ფარგლებში „თეგეტა მოტორსის“ ქსელში ATE-ს ბრენდის სამუხრუჭე ხუნდების შეძენა 45 ლარიდან შეგეძლებათ. სამუხრუჭე ხუნდი ავტომობილისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. მისი ზემოქმედებით ხდება ავტომობილის შენელება და მისი გაჩერება. ის ცვეთადი დეტალია, რომელსაც გააჩნია ექსპლუატაციის შეზღუდული რესურსი. ხუნდების შეცვლის საჭიროების პირველი ნიშნებია: სამუხრუჭე მანძილის გაზრდა, ვიბრაცია და ხმაური. სამუხრუჭე ხუნდების არჩევისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქართველო მთაგორიანი ქვეყანაა და ხშირად გვიწევს აღმართიდან დაღმართში მოძრაობა, შესაბამისად ყოველთვის არსებობს გადახურების მაღალი რისკი არა ხარისხიანი ხუნდების დაყენების შემთხვევაში. ასევე მნიშვნელოვანია, რომ თეგეტაში წარმოდგენილია ეკოლოგიურად სუფთა სამუხრუჭე ხუნდები, რომლებიც არ შეიცავს ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებას - აზბესტს და არ აზიანებს გარშემომყოფებსა და გარემოს. არსებობს შემთხვევები, როდესაც ხუნდი ახალი გამოცვლილი გვაქვთ და დროზე ადრე გამოსცემს არასასიამოვნო ხმას, ასეთ შემთხვევაში ერთადერთი გამოსავალი მისი ხელახლა გამოცვლაა, რაც დაკავშირებულია დამატებით ხარჯებითან, დაკარგულ დროსთან და ნერვებთან. სწორედ ამიტომ, პრემიუმ ხარისხის ხუნდები, რომლებიც გამოირჩევა საუკეთესო მახასიათებლებით: მცირე სამუხრუჭე მანძილით, გადახურებისადმი მდგრადობით, ეკოლოგიურობითა და ოპტიმალიური საექსპლუატაციო ვადით, საუკეთესო გამოსავალია თქვენი ავტომობილისთვის.
(R)
ტრამპი: ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებს დავარტყამთ, თუ მოლაპარაკებებს არ განაახლებენ
საია: ფორმულასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება SLAPP პრეცედენტია
უკრაინამ შავ ზღვაში რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის 20 გემს დაარტყა
თბილისის ტრამვაის ტენდერში თურქულმა კომპანია EmreRay-მ გაიმარჯვა - პროექტი ₾288 მლნ ჯდება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)