|
2019-10-11 18:47:19, 4134 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა - მნიშვნელოვანია, ყოველდღიურ საქმიანობაში უკეთ იყოს გათვალისწინებული ყველა საკითხი, რაშიც ბიზნესი პრობლემას ხედავს
პრემიერ-მინისტრის დავალებით ბიზნესთან კომუნიკაცია გავააქტიურეთ და პირველ რიგში, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ყველა ის მთავარი საკითხი, რაც დღეის მოცემულობით არსებობს და რაშიც პრობლემას ხედავს ბიზნესი, რაც შეიძლება უკეთ იყოს მიმართული და გათვალისწინებული ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ბიზნეს გაერთიანებების ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, შეხვედრაზე ბიზნესმა დასვა რიგი საკითხების, რომელთაგან რამდენიმე უშუალოდ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს არ ეხება, თუმცა სამინისტრო ამ საკითხებს მიიტანს როგორც მთავრობის სხვა წევრებამდე, ასევე პრემიერ-მინისტრამდე. „ვინაიდან ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ ვიყოთ ქართული წარმოებისა და ქართული ბიზნესის ლობისტები, ბიზნესის იმ სატკივარს, რომელიც მათ დღევანდელ შეხვედრაზე გააჟღერეს, მივიტანთ მთავრობის სხვა წევრებამდე და რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრის ოფისთანაც გვექნება შესაბამისი განხილვა", - აღნიშნა ნათია თურნავამ. ბიზნეს გაერთიანებების ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ, ეკონომიკის მინისტრმა ასევე დაასახელა ის სამი უმთავრესი საკითხი, რომელიც დღევანდელ შეხვედრაზე დაისვა. „ეს არის მეტი კომუნიკაცია საკანონმდებლო ცვლილებების მომზადების პროცესში, პროგნოზირება და სტაბილურობა, რაც ბიზნესს აწუხებს. ამ ნაწილში, ჩვენ შევთანხმდით, რომ თვეში ერთხელ შევიკრიბებით სხვა უწყებებთან ერთად და გავაცნობთ ბიზნესის წარმომადგენლებს, თუ რა მზადდება, რათა დროულად შევძლოთ ჩვენი გეგმების კორექტირება. მეორე, რაც ითქვა - ყველას სურს, უფრო სწრაფი გადაწყვეტილებები და ეფექტური მენეჯმენტი დაინახოს. აქაც ბევრი გვაქვს სამუშაო და დღეს გავაცანით ბიზნესს, თუ რას ვაპირებთ, თუნდაც პრივატიზაციის მიმართულებით. მაგრამ სხვა ჩვენს კოლეგებთან ერთად გავივლით მათ სტრუქტურებში რა შეიძლება გაუმჯობესდეს ამ მხრივ. მესამე - ეს არის ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, მონეტარული პოლიტიკა და ლარის კურსის თემები. აქაც ბიზნესი უკვე ხედავს, რაოდენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება და ეროვნული ბანკი მჭიდრო კოორდინაციაში მუშაობს ერთმანეთთან და იდგმება ნაბიჯები ლარის კურსის დასტაბილურებისთვის", - აღნიშნა ნათია თურნავამ. მისივე თქმით, ბიზნესთან მუშაობა და შეხვედრები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.
(NS)
თბილისის ტრამვაის ტენდერში თურქულმა კომპანია EmreRay-მ გაიმარჯვა - პროექტი ₾288 მლნ ჯდება
ყაველაშვილი დოჰაშია, სადაც კატარის სახელმწიფოს ემირს შეხვდება და ყოფილი ემირის გარდაცვალებას მიუსამძიმრებს
შსს: ნარკოდანაშაულისთვის 121 ადამიანი დავაკავეთ, საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეები
სახელმწიფოს ქონების ქურდობისთვის დაკავებული ლევან გამრეკელი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)