|
2015-07-16 13:37:49, 631 ნახვა
საზოგადოება
ბიძინა ივანიშვილი ფოთში თეატრალური ფესტივალის გახსნას დაესწრო
ფოთში "რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი" გაიხსნა, რომელიც წელს პირვლად ტარდება. საზეიმო ცერემონიას ბიძინა ივანიშვილი ოჯახთან ერთად, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ეკა ბესელია, სამეგრელო ზემო-სვანეთის მხარის გუბერნატორი ლევან შონია, ფოთის მერი ირაკლი კაკულია, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურია, მსახიობები და მიწვეული სტუმრები დაესწრნენ. "რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი" საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდის "დღეს" ორგანიზებით იმართება. ფესტივალში მონაწილეობენ როგორც საქართველოს, ასევე იტალიის, ბელორუსიის და პოლონეთის რეგიონული თეატრების და ქართული დასების წარმომადგენლები. ფესტივალი პოლონეთის ახალი ხელოვნების თეატრმა გახსნა. მათ სპექტაკლი "ფეხსაცმლის ლანჩის ქვეშ" წარადგინეს. "რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი" 25 ივლისს დაიხურება. ფესტივალის ფარგლებში მაყურებლის წინაშე 21 სპექტაკლი იქნება წარმოდგენილი.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)