|
2019-10-11 14:25:42, 1288 ნახვა
საზოგადოება
საქართველო რეგულირების ხარისხით მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში და ევროპის საუკეთესო ათეულში მოხვდა
2019 წლის ოქტომბერში მსოფლიო ბანკმა “მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების” მორიგი გამოკვლევა გამოაქვეყნა. „რეგულირების ხარისხის“ შეფასებისას, (სადაც საქართველოს შეფასება ისტორიულ მაქსიმუმზე დაფიქსირდა), მსოფლიო ბანკი დაეყრდო 8 სხვადასხვა მასშტაბურ კვლევას, რომელთა შორის აღანიშნავია, Economist Intelligence Unit-ის ექსპერტიზა, რომელმაც „რეგულირების ხარისხი“ შეაფასა ისეთი მიმართულებით, როგორიცაა : არასამართლიანი კონკურენციის პრაქტიკა; ფასების კონტროლი; დისკრიმინაციული ტარიფები; ჭარბი პროტექცია; დისკრიმინაციული გადასახადები. საქართველომ კვლევის ამ ნაწილშიც შარშანდელი ისტორიული მაქსიმუმი გაიმეორა და ზედიზედ მეორედ, შეფასების 100%-იანი შკალიდან 80 პროცენტი, რითაც მსოფლიო ბანკის წევრ 189 ქვეყანას შორის მსოფლიოში მეთოთხმეტე, ხოლო ევროპაში მერვე პოზიციაზე გავიდა. ამასთან, უთანაბრდება ისეთ მოწინავე ევროპულ სახელმწიფოებს, როგორებიცაა: ავსტრია, ნორვეგია, შვეიცარია, გერმანია, საფრანგეთი, ირლანდია, იტალია, ბელგია, პორტუგალია, ესტონეთი. აღნიშნული მონაცემები თავის მხრივ, ეყრდნობა კვლევით ინსტიტუტებისა და ცენტრების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, ისევე როგორც კერძო სექტორის წარმომადგენლების გამოკითხვის შედეგად მიღებულ მოსაზრებებსა და შეფასებებს. არსებული გლობალური რეიტინგების აგრეგაციის გზით გლობალური მმართველობის ინდიკატორების მიერ ხდება ახალი ერთიანი მაჩვენებლების მიღება. გლობალური მმართველობის ინდიკატორებით, მსოფლიოს მასშტაბით ფასდება 214 ქვეყანა და ტერიტორია, მათ შორის, მსოფლიო ბანკის წევრი 189 სახელმწიფო. კვლევა მოიცავს პერიოდს 1996 წლიდან 2018 წლის ჩათვლით. წყარო: Govindicators.org
(NS)
კახა კალაძე ინტერ რაოს დასანქცირებაზე: თუ საჭირო აუცლებლობა იქნება რა თქმა უნდა, შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამთ
პროკურატურამ გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
ვალტონენი – ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)