|
2019-10-10 16:13:16, 1275 ნახვა
საზოგადოება
სახელმწიფო ინსპექტორი და IRC-ის დირექტორი „ღია უნივერსიტეტის“ სტუდენტებს შეხვდნენ
სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია პროექტის - „მონაცემთა სუბიექტებისა და სხვა აქტორების გაძლიერება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების რეალიზაციისთვის“ ფარგლებში თბილისის ღია უნივერსიტეტის სტუდენტებს, არასამთავრობო ორგანიზაცია „ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრის“ (IRC) დირექტორ გიორგი გაბრიელაშვილთან ერთად შეხვდა. შეხვედრაზე სახელმწიფო ინსპექტორმა სტუდენტებს ინფორმაცია მიაწოდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის მნიშვნელობის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობისა და ამ მიმართულებით არსებული გამოწვევების შესახებ. ლონდა თოლორაიამ პროექტის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე ისაუბრა: „მიმაჩნია, რომ ახალგაზრდებისა და სტუდენტების აღნიშნულ პროექტში ჩართვა, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს პერსონალურ მონაცემებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და თავად სტუდენტების პროფესიულ ზრდას“, - განაცხადა ლონდა თოლორაიამ. გიორგი გაბრიელაშვილმა სტუდენტებს პროექტის შესახებ წარუდგინა პრეზენტაცია და პერსონალური მონაცემების დაცვის პროცესში სტუდენტების ჩართულობის პოზიტიურ შედეგებზე ისაუბრა.
სტუდენტებისთვის წარდგენილი პროექტი, რომელიც ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრი (IRC)- ისა და საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერით 2019 წლის მაისიდან ხორციელდება, პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხის აქტუალიზაციას, არსებული პრაქტიკის გაუმჯობესებას, მოქალაქეების ცნობიერების ამაღლებას, სტუდენტების და სხვა დაინტერესებული პირების, როგორც „პერსონალურ მონაცემთა დაცვის აქტივისტების“ წახალისებას და სამოქალაქო მონიტორინგის პროცესში მათ ჩართულობას ისახავს მიზნად. პროექტის ფარგლებში საქართველოში მოქმედი ოთხი უნივერსიტეტის სამართლის ან/და ინფორმაციული ტექნოლოგიების ფაკულტეტის 100-მდე მოხალისე სტუდენტის შერჩევა იგეგმება, რომლებიც სათანადო ტრენინგის გავლის შემდგომ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში სამოქალაქო მონიტორინგს განახორციელებენ. პროექტში ჩართული საუკეთესო შედეგების მქონე სტუდენტები სტაჟირებას გაივლიან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში და პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე სპეციალიზებულ საკონსულტაციო კომპანიებში.
კახა კალაძე ინტერ რაოს დასანქცირებაზე: თუ საჭირო აუცლებლობა იქნება რა თქმა უნდა, შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამთ
პროკურატურამ გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
ვალტონენი – ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)