|
2015-07-16 12:19:17, 552 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ შუახევში სიმულაციური ჩვენება გამართა
შუახევის რაიონის სოფელ კლდისუბანში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს აჭარის ა/რ საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარმა სამმართველომ იმიტირებული სამაშველო ოპერაცია ჩაატარა. ღონისძიება საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციასთან „ოქსფამი“ პარტნიორობით განხორციელდა. უწყების ინფორმაციით, პროექტის „თემების მდგრადობის ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტში ასოციაცია „შავი ზღვის ეკო აკადემიასა“ და საერთაშორისო ორგანიზაცია „ოქსფამთან“ პარტნიორობით, მოხალისე-მაშველთა ჯგუფების თეორიული და პრაქტიკული სწავლება განხორციელდა. 15 ივლისს პროექტის შემაჯამებელი იმიტირებული სამაშველო ოპერაციის დემონსტრირება მოხდა. ნაჩვენები იყო მდინარე აჭარისწყალის მარცხენა სანაპიროზე ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად, მდინარის კალაპოტში ჩავარდნილი ავტომობილიდან 2 მგზავრის ამოყვანა. ამ სამაშველო ოპერაციაში, აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს მეხანძრე-მაშველებთან ერთად, ადგილობრივი მოხალისე-მაშველებიც იყვნენ ჩართულები. აღნიშნული ღონისძიების მიზანია, დაინტერესებული მხარეებისთვის გამოცდილების გაზიარება კატასტროფების რისკების შემცირების სფეროში, საგანგებო სიტუაციების დროს მოსახლეობის მზადყოფნისა და ინციდენტზე კოორდინირებული რეაგირების უნარ-ჩვევების გამოვლენა. ღონისძიებას, კატასტროფების რისკების შემცირების სფეროში ჩართული, სომხეთიდან ჩამოსული წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)