|
2019-10-10 12:15:03, 1278 ნახვა
საზოგადოება
ზალკალიანი: სამღვდელოებისთვის დავით გარეჯის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები გახსნა, გახარიას და ალიევის შეხვედრის შედეგია
"ის ფაქტი, რომ ხვალიდან სამღვდელოებისთვის გახსნილი იქნება დავით გარეჯის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები, სწორედ საქართველოს პრემიერისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის შეხვედრის შედეგია- დავით ზალკალიანი",- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ბოლო პერიოდში წარმოქმნილი დაბრკოლებები მოიხსნა, რაც სწორედ აღნიშული შეხვედრის შედეგია. „განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის და აზერბაიჯანის პრეზიდენტის შეხვედრას და ამ შეხვედრაზე განხილულ საკითხებს. მათ შორის, მოგეხსენებათ დავით გარეჯის თემა იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი და ის რომ ჩვენ მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგით დავბრუნდით, სწორედ ამ ორმხრივი შეხვედრიდან გამომდინარეობს, სადაც იყო ძალიან გულწრფელი საუბარი ყველა მიმართულებაზე. ჩვენ შევთანხმდით, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ წავიწევთ წინ, გამომდინარე იქიდან , რომ პრობლემა არის ძალიან მგრძნობიარე, საბჭოთა პერიოდიდან გვერგო უმძიმესი მემკვიდრეობა, რომლის გადაწყვეტაც ასე სწრაფად ვერ მოხდება, ამიტომ მთავარია, რომ ის არსებული დაბრკოლებები რომელიც ბოლო პერიოდში წარმოიშვა დაუყოვნებლივ მოვხსნათ და კარგია, რომ სწორედ ამ შეხვედრის შედეგად მივაღწიეთ ამას",-აღნიშნა მინისტრმა. მისივე განცხადებით, პარარელურად გაგრძელდება მუშაობა სადემილიტაციო კომისიის ფარგლებში. „დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველა ერთობლივად მივარწევთ იმას, რომ საკითხი მოგვარდეს ორივე მხარისთვის მისაღებ ფორმებში, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ინტერესებიდან გამომდინარე"- განაცხადა დავით ზალკალიანმა. მისი თქმით, შეხვედრებზე საუბარი ასევე შეეხო რეგიონში მიმდინარე პროცესებს და გეოსტრატეგიულად მნიშვნელოვან პროექტებს. დავით ზალკალიანის განცხადებით, ეკონომიკური თანამშრომლობა, ვაჭრობა, ტრანსპორტის განვითარება და ინვესტიციები იყო ასევე ის ძირითადი თემები, რომლებზეც შეხვედრებზე გამახვილდა ყურადღება. მისივე ინფორმაციით, აზერბაიჯანში ვიზიტის შედეგად დაიგეგმა კონკრეტული ნაბიჯები და ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომა ნოემბერში გაიმართება. ცნობისთვის, ხვალიდან ქართული სამღვდელოებისთვის დავით გარეჯის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები გაიხსნება.
კახა კალაძე ინტერ რაოს დასანქცირებაზე: თუ საჭირო აუცლებლობა იქნება რა თქმა უნდა, შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამთ
პროკურატურამ გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
ვალტონენი – ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)