|
2019-10-09 17:50:44, 1833 ნახვა
საზოგადოება
„გვანახოს შალვა თადუმაძემ თავისი ბანკეტის ვიდეო“ - პროკურატურასთან აქცია დაანონსდა
გენერალური პროკურორის და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის შალვა თადუმაძის დიპლომის ამბავმა საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია. მას შემდეგ რაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველომ" შეისწავლა თადუმაძის იურიდიულ განათლებასთან დაკავშირებული საკითხები და მის დიპლომთან დაკავშირებით არაერთი შეუსაბამობა გამოავლინა, დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც თადუმაძეს უსმენდნენ, დეპუტატების კითხვები ძირითადად სწორედ მის კვალიფიკაციასა და დიპლომს შეეხებოდა. კითხვების უმეტესობას გენერალურმა პროკურორმა ზოგადი პასუხი გასცა, თუმცა რიგ შეკითხვებს მან თავი აარიდა და პასუხგაუცემელი დატოვა. მაგალითად, "ევროპული საქართველოს" დეპუტატი ოთარ კახიძე დაინტერესდა თუ ვინ ასწავლიდა თადუმაძეს საერთაშორისო სამართალს, რასაც მან ზოგადი პასუხი გასცა: "ერთ-ერთი ლექტორი". მოგვიანებით კახიძემ იკითხა თუ რა ნიშანი გამოჰყვა გენერალურ პროკურორს აღნიშნულ საგანში, თუმცა თადუმაძემ კითხვას თავი აარიდა. აქვე მან დასძინა, რომ 3-იანებიც ჰყავდა. მოგვიანებით, თადუმაძეს სთხოვეს, მისი რამდენიმე ჯგუფელი დაესახელებინა, თუმცა ამაზე მან უარი განაცხადა. გენერალური პროკურორის დიპლომით ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძეც დაინტერესდა. დეპუტატმა თადუმაძის თანაკურსელებს მიმართა და სახინკლეში დაპატიჟა. ამის შემდეგ, სოციალურ ქსელ Facebook-ში აქტივისტებმა შემდეგი შინაარსის ღონისძიება დააანონსეს: "გვანახოს შალვა თადუმაძემ თავისი ბანკეტის ვიდეო". როგორც ანონსში ვკითხულობთ, ღონისძიება ხვალ, 20:00 საათზე გენერალურ პროკურატურასთან არის დაგეგმილი. "მისი ჯგუფელებისა და ლექტორების იდენტიფიცირებისგან თავის დასაცავად, პერსონაჟებს ჩვენ გავბლარავთ პრემიერში! პ.ს. მთავარმა პროკურორმა, შალვა თადუმაძემ, რომელიც ახლა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობისთვის იღწვის, უნივერსიტეტში მის დაარსებამდე 1 წლით ადრე ჩააბარა! დღეს კურსელებისა და ლექტორების სახელი ვერ გაიხსენა. საერთაშორისო სამართლის ქულაც არ ახსოვს, რადგან არც არასდროს გაუვლია. სამოსანიც ყოფილა, სამწუხაროდ", - წერია ღონისძიების აღწერაში.
კახა კალაძე ინტერ რაოს დასანქცირებაზე: თუ საჭირო აუცლებლობა იქნება რა თქმა უნდა, შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამთ
პროკურატურამ გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
ვალტონენი – ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)