|
2019-10-09 15:28:36, 1454 ნახვა
საზოგადოება
მერიამ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწისქვეშა კომუნიკაციებზე უკანონო დაერთებების დადგენის მიზნით ფიზიკური სამუშაოები დაიწყო
თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის ზღვის მიმდებარედ, მიწისქვეშა კომუნიკაციებზე უკანონო დაერთებების აღმოჩენის მიზნით, მუნიციპალურ ინსპექციას, დღეს, შესაბამისი ტექნიკის შეყვანაც დაავალა. „თუ თქვენ ვიზუალურად არ გეძლევათ საშუალება, ნახოთ ეს ადგილები, შეიყვანეთ ტექნიკა და დაიწყეთ სამუშაოები, რომ მოიძებნოს ეს კონკრეტული დაერთებები. თბილისის ზღვის ირგვლივ დასახლებებიც არის და ნახეთ, რომ ეს პრობლემა თავიდან იყოს აცილებული, ხოლო თუ აღმოაჩენთ ასეთ შემთხვევებს, რა თქმა უნდა, იმოქმედეთ კანონის შესაბამისად“, - განაცხადა კახა კალაძემ. აღნიშნული პრობლემის დეტალები თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემაც განმარტა და განაცხადა, რომ სასმელი წყალი, რომელიც თბილისის მოსახლეობას მიეწოდება, უსაფრთხოა. „სასმელი წყალი, რომელიც თბილისის მოსახლეობას მიეწოდება, მუდმივად კონტროლდება. GWP იღებს სინჯებს და მოწმდება ლაბორატორიულად. მას არანაირი პრობლემა არ აქვს და ის სრულად აკმაყოფილებს სტანდარტს. სამწუხაროდ, გვაქვს ფაქტები, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწისქვეშა კომუნიკაციებზე უკანონო დაერთებებისა, რაც ხილული არ არის და საკმაოდ რთულია დასადგენად. სწორედ აქედან გამომდინარე, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვერ მოხდა ასეთი ფაქტების გამოვლენა, თუმცა ჩვენ დაწყებული გვაქვს ფიზიკური სამუშაოები. თითოეული საკომუნიკაციო ნაგებობა გაშიშვლდება და შევხედავთ, სად რა არის დაერთებული. დღეს უკვე გამოვლინდა ერთი უკანონო დაერთება და რეაგირება იქნება ძალიან მკაცრი. პირველ რიგში, თვითონ დარღვევის მყისიერად აღმოფხვრა მოხდება, ხოლო სამართლებრივად საკმაოდ მძიმე წარმოება დაიწყება დამრღვევების მიმართ“, - აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.
(NS)
კახა კალაძე ინტერ რაოს დასანქცირებაზე: თუ საჭირო აუცლებლობა იქნება რა თქმა უნდა, შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამთ
პროკურატურამ გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
ვალტონენი – ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)